კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მეორე კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა რეკორდული 32.9%-ით შემცირდა. აღნიშნულ მონაცემებს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები 34.7%-იან შემცირებას პროგნოზირებდნენ. ექსპერტების განცხადებით, დიდი დეპრესიის (1929-1939 წლები) დროსაც კი მოკლე პერიოდის განმავლობაში მშპ-ის ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება არ დაფიქსირებულა.
imedinews.ge