2020 წლის მარტის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიტუმის იმპორტი შემცირდა

2020 წლის მარტის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიტუმის იმპორტი შემცირდა

access_time2020-04-14 11:29:18

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,2020 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,5 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 41,3%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 1,4 ათასი ტონით ანუ 17,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 80% (5,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 15,4% (1,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, ხოლო 4,6% (0,3 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.


მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,2 ათასი ტონა) შედარებით.


აქედან იმპორტის 49,6% (7,1 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 42,0% (6 ათასი ტონა), ერაყი - 7% (1, 0 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 1,4% (0,2 ათასი ტონა).



სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება.




არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო
access_time2020-10-31 22:10:40
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე...

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
access_time2020-10-31 20:15:29
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%,...

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
access_time2020-10-31 20:00:04
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული...

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა
access_time2020-10-31 18:41:27
პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.   მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი
access_time2020-10-31 16:30:39
„მაქსიმალურად, ბოლო წვეთამდე უნდა ეცადოს ახალი ხელისუფლება, რომ ლოქდაუნი არ გამოაცხადოს ქვეყანაში იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა. მოგვიწევს ვისესხოთ ფული და ისეთი ძვირი დაგვიჯდება მორიგი ლოქდაუნი, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი...


მსგავსი სიახლეები

up