2020 წლის ივნისში საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

2020 წლის ივნისში საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

access_time2019-09-24 14:01:59

2020 წლის ივნისში საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზების საკითხები მადრიდში, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციაში განიხილეს.

გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინე ძიძიგური დაესწრნენ.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი დაესწრება. ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას. აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო კორპორაციების, კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები ეწვევიან. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ოფიციალურად დავაანონსეთ, რომ საქართველო 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ტურიზმის ღონისძიებას, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს. ამ ღონისძიებას მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან, საბოლოო ჯამში ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 300-მდე უცხოელი დელეგატი ესტუმრება. ჩვენ მადლობას ვუხდით ესპანეთის ტურიზმის მინისტრს, ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, მისი შუამდგომლობა ესპანურმა მხარემ გაითვალისწინა და საქართველოს შესაძლებლობა მიეცა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლოს. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და სწორი პოზიციონირებისთის ტურისტულ ბაზარზე“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2020 წელს გაიმართება. საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი 40-მდე მინისტრი ესტუმრება. კარგი იქნება თუ ჩვენ სხვა ქვეყნის მინისტრებსაც დავპატიჟებთ, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები. მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე ყოველთვის იყო ჩემთვის ოცნება, რომ ეს ღონისძიება საქართველოში ჩატარებულიყო. ვფიქრობ ეს კარგი საშუალებაა საქართველოსთვის, რომ ერთად ვუმასპიძლოთ მსოფლიოს მინისტრებს და ვაჩვენოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი.“-აცხადებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

„კომერსანტი“ 

თეგები:
ტურიზმი



„თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს“-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

„თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს“-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up