2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3% შეადგინა.
2020 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7% შეადგინა.
აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა.
დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5%-ული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3%-ული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2%-ული პუნქტით.
უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.
2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.