2020 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით შემცირდა

access_time2020-03-10 14:57:01

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 597,506 მგზავრს მოემსახურა. რაც -4% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 625,222 მგზავრი). კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-თებერვალში საქართველოს ყველა აეროპორტში 2,923 რეისი განხორციელდა, რაც -11% ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2020 წელი - 3,298 რეისი).


თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის თებერვალში 187,975 მგზავრს მოემსახურა, რაც -21 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 238,432). რაც შეეხება ჯამს ორი თვის ჭრილში: შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში აქაც კლება ფიქსირდება. იანვარ-თებერვალში თბილისის აეროპორტი 399,557მგზავრს მოემსახურა. რაც -19% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 490,608 - მგზავრი). ამის მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა. ასევე, ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა. კლება ფიქსირდება რეისების კუთხითაც. ორი თვის ჭრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯამში -23 % შემცირდა. (2020 წლის 2,081 რეისი, 2019 წლის იანვარ-თებერვალი 2,707 რეისი).


თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 18,250 მგზავრმა ისარგებლა. რაც 28 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 14,279 მგზავრი). ორი თვის ჭრილში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 40,251 მგზავრს მოემსახურა, რაც 33 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 30,252 მგზავრი).



საგრძნობლად გაიზარდა 2020 წლის თებერვალში მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი თებერვალში 74,477 მგზავრს მოემსახურა, რაც 57% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის წელი 47,573 მგზავრი). ორი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51 % გაიზარდა და 156,285 მგზავრი შეადგინა. (2019 წელი 103,468
მგზავრი).


რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:


მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის თებერვალში მგზავრთნაკადი 84% გაიზარდა და 646 მგზავრი შეადგინა. (2019 წლის იანვარი 351 მგზავრი).


ამბროლაურის აეროპორტით გასულ თვეს 38 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 % გაიზარდა. (2019 წელი 35 მგზავრი).


ადგილობრივ აეროპორტები, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჯამურად 1,413 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 58 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 894 მგზავრი).







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up