ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგებით ჯამურად 31 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4 მლნ ტონით აღემატება.
საანგარიშო პერიოდში, ტვირთბრუნვა გაიზარდა საავტომობილო ტრანსპორტისა და რკინიგზის ხარჯზე. კერძოდ,2020 წლის იანვარ-სექტემბერში რკინიგზით 8 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0,2 მლნ ტონით აღემატება, საავტომობილი დარგებით ტვირთბრუნვაც 0,2 მლნ ტონით გაიზარდა და პირველ შვიდ თვეში 23 მლნ ტონა შეადგინა.
მნიშვნელოვანი კლებაა, აღნიშნულ პერიოდში, სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სამოქალაქო ავიაცია 13.7 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასულ წელს 18.6 მლნ ტონას შეადგენდა.
imedinews.ge