2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან - ბიუჯეტური სმარტფონები საუკეთესო მახასიათებლებით

2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან - ბიუჯეტური სმარტფონები საუკეთესო მახასიათებლებით

access_time2020-06-10 14:00:58

Galaxy A სერია Samsung-ისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი სმარტფონების ხაზი იყო, ვინაიდან ის სრულიად მორგებულია საშუალო კლასის მომხმარებელზე და მათ სთავაზობს ფლაგმანური ტიპის დიზაინსა და შესანიშნავ მახასიათებლებს მისაღებ ფასებში. ამიტომაც A სერია ბიუჯეტურ სმარტფონებში უკვე წლებია ნამდვილი ლიდერის სტატუსით სარგებლობს. 2020 წელს Samsung-მა A სერიის უკვე განახლებული ხაზი წარმოუდგინა თავის მომხმარებელს.


სერიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი Galaxy A41-ია. ის წარმოდგენილია 6.1’’-იანი Super AMOLED (რეზოლუცია:1080x2400) უსაზღვრო U-ტიპის ეკრანით, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე 431 ppi-ია. ეკრანს შესანიშნავი დეტალიზაციით და Samsung-ისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერებით შეუძლია თქვენთვის სასურველი ფილმის ან ვიდეოს გამოსახულების გადმოცემა. ეკრანი Corning Gorilla Glass 3-ით არის დაცული. მიუხედავად მისი ზომისა, ის იდეალურად ერგება ხელს და კომფორტული გამოსაყენებელია.


Galaxy A41-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: პირველ კამერას აქვს 48 MP-იანი სენსორი, რომელიც კარგი განათების პირობებში შესანიშნავ ფერებს, დეტალიზაციას და კარგ დინამიკურ დიაპაზონს გვაძლევს. მეორე კამერას აქვს 5 MP-იანი სიღმის სენსორი რომელიც ეხმარება მთავარ 48MP-იან კამერას ცოცხალი ფოკუსით პორტრეტების გადაღებაში, ხოლო მე-3 კამერა უკვე ულტრა განიერი ლინზით (8 MP) იღებს, რაც იდეალურია შენობების, პეიზაჟების ან ჯგუფური ფოტოების გადასაღებად. სმარტფონი შესანიშნავად არის ოპტიმიზირებული და ინტერფესიში ხარვეზებს ვერ შეხვდებით. Galaxy A41-ს აქვს 4 GB-იანი ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც 512 GB-მდე მიკრო ბარათით არის შესაძლებელი. წინა მოდელთან შედარებით გაუმჯობესებულია ბატარეა, რომელიც 3500 mAh-ს შეადგენს და 1 დღეს საშუალო მოხმარების შემთხვევაში თავისუფლად გაძლებს, აღსანიშნავია, რომ მისი დამუხტვისას ის სისწრაფე 0-იდან 60%-ამდე მხოლოდ 30 წუთს შეადგენს.


Galaxy A31 კიდევ ერთი საინტერესო მოდელია ჩვენთვის ნაცნობი ხაზიდან. მას 6.4’’_იანი უზარმაზარი Super AMOLED ეკრანი (რეზოლუცია:1080x2400) აქვს 411-ppi-ით. ეკრანი საკმაოდ ნათელია და მზის შუქზეც კარგი ფერთა აღქმა აქვს, გვთავაზობს შესანიშნავ ფერებს. აქვე აღსანიშნავია, რომ როდესაც გაქვს დიდი ეკრანი, ნამდვილად გჭირდება დიდი ზომის ელემენტი. Samsung Galaxy A31 წარმოდგენილია გიგანტური, 5000 mAh ელემენტით და სწრაფი დამუხტვის ფუნქციით. Galaxy A41-ისგან განსხვავებით, აქ გვხვდება 4 მთავარი კამერა. ორივე სმარტფონის კამერები იდენტურია გარდა 5 მეგაპიქსელიანი მაკრო-კამერისა, რომელიც კარგია ობიექტების ძალიან ახლოდან გადაღებისათვის (მაგალითად ყვავილები). სმარტფონს აქვს 4 GB ოპერატიული მეხსიერება და 64 ან 128 GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც 512 GB-მდე შეგიძლიათ.


ძალიან საინტერესო მოდელია Samsung Galaxy A21s. იგი წარმოდგენილია 6.5’’-იანი LCD უსაზღვრო O ტიპის ეკრანით (რეზოლუცია: HD+). მისი ეკრანის ფერები მაღალი სიმკვეთრით არ გამოირჩევა, მაგრამ ის გვთავაზობს უფრო გამჯდარ თხევადკრისტალური ეკრანისთვის დამახასიათებელ ფერებს, რაც ზოგი მომხმარებლისთვის უფრო მისაღებიც არის. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია ორ ვარიანტში: 3 GB ოპერატიული და 32 GB შიდა მეხსიერებით და რეგულარული 4/64-ზე. სმარტფონი წარმოდგენილია 4 მთავარი კამერით. Galaxy A41-სგან განსხვავებით, აქაც დამატებულია 2 MP მაკროკამერა, რომელიც, როგორც აღვნიშნე ძალიან ახლო ობიექტების გადასაღებად გამოდგება. Galaxy A31-ის მსგავსად A21-საც აქვს გიგანტური 5000mAh აკუმულატორი და რა თქმა უნდა, სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.



როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტური კლასის 3 სმარტფონი, სამივე მოდელი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია, რაც მომხმარებლის სურვილების მრავალფეროვნებით არის გამოწვეული. ახალი A სერიის ხაზი მომხარებელს დიდ არჩევანს აძლევს. რაც მთავარია ფლაგმანური ტიპის დიზაინით და დაბალი ფასით, რომლის დაწუნება ძალიან რთულია.


აქვე გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სმარტფონის შეძენამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ყიდულობთ სამსუნგის პროდუქციას ოფიციალური ჰოლოგრამით, მხოლოდ Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში. ჰოლოგრამიან სმარტფონს უამრავი უპირატესობა აქვს, მას გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება, ასევე ის სრულიად ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის და თავიდან აგარიდებთ უამრავ პრობლემას. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.


დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!




(R)

თეგები:
სამსუნგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up