ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით 2020 წლის ექვს თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ. 2020 წლის ივნისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,8 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია მაისის თვის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 1,5 ათასი ტონით ანუ 65,2%-ით - გასული წლის ივნისის თვის მაჩვენებელთან (2,3 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, იმპორტის 94,7% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 21,3 ათასი ტონა, რაც 7,3 ათასი ტონით ანუ 52,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,0 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 95,3% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.