2020 წლის საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

2020 წლის საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

access_time2021-01-04 11:00:49

2020 წლის მარტიდან ეკონომიკის სამაინსტროს მიერ მიღებული პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილება პანდემიასთან პირდაპირ ან ირიბად იყო დაკავშირებული. იანვარ-თებერვალში კი რამდენიმე სხვა სიახლის შესახებაც გახდა ცნობილი.


ცვლილებები ტექდათვალიერებაში. იანვრიდან გათხევადებულ აირზე მომუშავე ავტომობილებისთვის ტექდათვალიერებაზე გასასვლელად აირბალონის ტექნიკურად გამართულობის სერთიფიკატის წარდგენა გახდა სავალდებულო. ვალდებულება არ შეხებია 5 წლამდე ასაკის ბალონებს. აირბალონის მოწყობილობის სისტემისთვის კი ეს ვადა 3 წლით განისაზღვრა. რეგულაციის ამოქმედების მომენტში საქართველოში სულ 7 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებდა, 2 თბილისში და 5 რეგიონებში.


გარდაბნის თბოსადგური 2. 17იანვარს, ეკონომიკის მინისტრმა პრემიერთან ერთად გარდაბნის თბოსადგური 2 გახსნა. ბუნებრივ გაზზე მომუშავე ენერგოეფექტური თბოსადგურის სიმძლავრე 230 მეგავატია და წლიურად 1.3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. მის ასაგებად საჭირო ინვესტიციის მოცულობან $180 მლნ შეადგინა. სადგური 0-დან გაშვების ფუქნციითაა აღჭურვილი, რაც საჭიროების შემთხვევაში, არასეზონურ პერიოდშიც მის სწრაფ ამუშავებას გულისხმობს. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერსი თბოსადგურმა 686 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.


წიაღისეული პროგრამა.11 თებერვალს პროგრმა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კომპონენტი დაემატა. ეკონომიკის მინისტრი მაშინ იმედოვნებდა, რომ 100 ლიცენზიას მინიმუმ 82 მლნ ლარად გაყიდდა და მოპოვებისთთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 120 მლნ ლარს გადააჭარბებდა.


ეკონომიკური შეღავათების I პაკეტი.14 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 1 კვირით ადრე უწყებამ პირველი შეღავათების შესახებ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით:

  1. ბაკებთანთანამშრომლობის შედეგად ფიზიკურ პირებს სესხის შენატანის 3 თვით გადავადების საშუალება მიეცათ, ამ პერიოდის განმავლობაში სესხს სესხს საპროცენტო განაკვეთი ერიცხებოდა, მაგრამ მსესხებელი მას არ იხდიდა;
  2. ტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს: სასტუმროები, რესტორენები, ტუროპერატორები, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიები... საშემოსავლო და ქონების გადასახადი ნოემბრამდე გადაუვადდათ. შეღავათი 18 000 გადასახადის გადამხდელსა და 50 000-ზე მეტ დასაქმებულს შეეხო. ეკონომიკაში პოტენციურად დასარჩენი თანხა 100 მლნ ლარით განისაზღვრა;
  3. მცირე ზომის - 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსების შეთავაზება გაუკეთდათ;
  4. დაანონსდა გაორმაგებული მოცულობის დღგ-ს დაბრუნება - 1.2 მლრდ, 600 მლნ ლარიც ნაცვლად;
  5. დაანონსდა კაპიტალური ხარჯების 300 მლნ ლარით ზრდა.


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი.17 მარტს Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესების შესახებ გახდა ცნობილი. 77.1 ქულით საქართველო 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 ადგილი დაიკავა. იმავე რეიტინგში საქართველომ ევროპაში მდგომარეობა 2 პოზიციით გაიუმჯობესა და მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგი 4 მიმართულებით გაკეთდა: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, 12 კომპონენტსმოიცავს.


21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იმ დღიდან ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებები თანხვედრაში იყო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებთან.



სრული კარანტინი.31 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. დაწესდა კომენდანტის საათი. აიკრძალა ყველა სახის მუნიციპალური, საქალაქთასორისო და საერთაშორისო ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის (მათ შორის ტაქსების) გარდა. დაიკეტა ყველა სავაჭრო ობიექტი აფთიაქების, ვეტაფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. შეჩერდა კულტურული, სპორტული სა საგანმანათლებლო ღონისძიებები, აიკრძალა თითქმის ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა სურსათის წარმოება-დისტრიბუცია-რეალიზების, სააფთიაქო ქსელების, სამედიცინო მომსახურების, საფინანსო მომსახურების ბანკები და მიკროსაფინანსოები, ტაქსის მომსახურების, ავტოტექმომსახურების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების, კერძო დაცვითი საქმიანობის, საადვოკატო მომსახურებისა და პრესის ჯიხურების გარდა. დახურვას ვერ გადაურჩა ლომბარდები, სავალუტო ჯიხურები, ალკოჰოლისა და საოჯახო ქიმიის მაღაზიებიც. 17-დან 27 აპრილამდე აკრძალული იყო მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებაც. ასევე 17 აპრილიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ვალდებულება დღემდე ნარჩუნდება, მეტიც 4 ნოემბრიდან ის ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. მძიმე შეზღუდვებს მძიმე შედეგებიც მოჰუვა, აპრილში მშპ რეკორდულად - 16.6%-ით შემცირდა.


შეღავათები და დახმარებები.24 აპრილს შეზღუდვების მოხსნის 6 ეტაპიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. პირველ ეტაპზე 27 აპრილიდან უნდა აღდგენილოყო ავტომობილით მოძრაობა, დასაშვები ხდებოდა ისევ ონლაინ ვაჭრობა, იხსნებოდა ღია ტიპის აგრარული ბაზრები. პირველი ეტაპი შესრულდა. ეტაპებს შორის შუალედად 2-2 კვირა განისაზღვრა. სილამაზის სალონები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები დაგეგმილზე ადრე გაიხსნა, თუმცა კინო-თეატრები, კაზინოები და ტოტალიზატორები, რომლებიც 6 ივლისიდან უნდა გახსნილიყო საერთოდ არ გახსნილა. 1-ლი ივლისიდან უნდა აღდგენილიყო საერთაშორისო ფრენებიც, რომელიც ჯერ აგვისტომდე, შემდეგ სექტემბრამდე, ბოლოს კი 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე გადავადდა.


აპრილშივე ცნიბილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უმუშევრად დარჩებილი პირებისთვის 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარიან დახმარებას ითვალისწინებდა. პროგრამით ისარგებლა 162 000-მა პირმა მათ შორის 6-ჯერ 70 000-ზე მეტმა ან მათ სამსახური დიდი ხნით დაკარგეს. გარდა ამისა ერთჯერადი 300 ლარიამნი დახმარება გადაეცა 249 000 თვითდასაქმებულს. თანამშრომლების შესანარჩუნებლად კომპანიები იმ პირებისთვის რომელთა დარიცხული ხელფასიც 750 ლარზე ნაკლები იყო 6 თვით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ, ხოლო იმ პირებისთვის რომელთა დარიცხული ხელფასიც 750-დან 1500 ლარამდე იყო საშემოსავლო მხოლოდ 750 ლარს ზემოთ არსებული ხელფასიდან დაერიცხათ. ფერმერები გათავისუფლდნენ საირიგაციო გადასახადისგან, რომელიც 1 ჰა-ზე 75 ლარს შეადგენდა.


Fitch-ის რეიტინგი.აგვისტოში Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნეგატიური პერსპექტივის დონეზე შეუნარჩუნა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით იმ ფონზე, როდესაც სხვა განვითარებულ ქვეყნებს რეიტინგი შეუმცირდათ მისი უცვლელად დატოვება პოზიტიური სიგნალია. მაშინ უწყებაში ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ 2020 წლის ვარდნა 4.8%-ს არ გადააჭარბებდა და 2021-ში ზრდა 4.5%-ს მიაღწევდა. დღეს ორივე პროგნოზი მკვეთრად გაუარესებულია.


სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 1 პოზიციით დაწინაურდა და მე-8 ადგილი დაიკავა. იმის გათვალისწინებით, რომ ესა თუ ის რეიტინგი წინა წლის, ან წლების კვლევის შედეგებს ეფუძნება, მკაცრდ კოვიდრეგულაციებს ქვეყნისთვის ქულის მომატებაში ხელი არ შეუშლია.


ახალი საბაგიროები.მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით ოქტომბერში ავსრიულ-შვეიცარიულმა „დოლპმაიერმა“ ბაკურიანში, დიდველზე 3 ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 5400 მგზავრია, რომლის გზრდაც 7200-მდეა შესაძლებელი. არც ახალი და არც ძველი საბაგიროები, არც ერთ სათხილამურო კურირტზე არ ჩართულა. მთის კურორტების დაკეტვის გადაწყვეტილება 26 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.


მეორე ლოკდაუნი. 28 ნეომბრიდან საქართველოში „წერტილოვანი შეზღუდვების“ სახელით მეორე ლოკდაუნი გამოცხადდა. ისევ აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 9 ნოემრიდან ამოქმედებულმა კომენდანტის საათმა 1 საათით ადრე 21:00 სთ-ზე გადმოინაცვლა. დაიკეტება პრქატიკულად ყველაფერი საოჯახიო ქიმიის მაღაზიებისა და სილამაზის სალონნების გარდა. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვები მნიშვნელოვნად უნდა მოხსნილიყო, თუმცა გაიხსნა მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და მათაც 19:00 სთ-მდე მიეცატ მუშაობის უფლება, იმ დაშვებით თუ 20 კავადრატულ მეტრში მხოლოდ 1 მომხმარებელს დაუშვებდნენ, მაშინ როცა 2 მეტრიანი დისტანციის დასაცავად 13 კვადრატული მეტრიც საკმარისია.


იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა. ნოემბერ-დეკემბერში, გამკაცრებული შეზღუდვების ფონზე ვარდნა საშუალოზე მეტი იქნება.


წელს ასევე საბოლოოდ შეწყდა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. სამწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირება განაახლა შუახევჰესმა. გაგრძელდა ავტობანის მშენებლობა. დანარჩენი თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მცირე საწარმოს გახსნასა და ონლაინ ფორმატში საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

 

გიორგი ელიზბარაშვილი 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up