2020 წლის ბოლომდე  ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი  გაიხსნება-გიორგი გახარია

2020 წლის ბოლომდე ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი გაიხსნება-გიორგი გახარია

access_time2020-06-26 13:25:57

ზაფხულსა და შემოდგომაზე ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი გაიხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„2019 წელს რეკორდული, 804 კმ. გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება მიმდინარეობდა ერთდროულად. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი და ესენია: ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი. გზის ეს მონაკვეთები ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში გაიხსნება. მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთზე აქტიური მუშაობა და ამას ხედავენ ჩვენი მოქალაქეები ყოველ დღე“, - განაცხადა გახარიამ.


მისი განცხადებით, ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად.


„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი, შიდა უსაფრთხოება არის გარანტირებული, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს შესაძლებლობა იმაზე რომ ვისაუბროთ ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში ეს დადის თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და სიღარიბის დაძლევამდე. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი და ხერხემალი არის ძლიერი კერძო სექტორი, რომელიც ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი და თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთადერთი საშუალება სწრაფად და ეფექტურად სიღარიბის დაძლევის“, - განცხადა გიორგი გახარიამ.



მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე განმსაზღვრელი არის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა.


„ისე როგორც შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი, თუ ქვეყანაში არ არის სიმშვიდე და სტაბილურობა, შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბროთ თუ ქვეყანაში არ არის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა. ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ ბიზნესის და სხვა სფეროების განვითარებაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს უსმენენ. პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up