2020 წლის ბიუჯეტის ათვისება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

2020 წლის ბიუჯეტის ათვისება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

access_time2020-07-02 14:00:12

კოვიდ 19-ის გავრცელების მიუხედევად, ავტომაგისტრალის მშენებლობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს , მათ შორის არის ისეთი პროექტები, რომელთაც ახორციელებენ უცხოური კომპანიები. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტიში განუცხადეს. მათი ინფორმაციით 2020 წლის ბიუჯეტის ათვისება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.  ერთ-ერთი ასეთი პროექტი აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტია.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენდიტან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა.  მათი ინფრომაციით, ახალი 13 კმ-იანი შემოვლითი გზით გადაადგილება ივლისიდან გახდება შესაძლებელი. მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ:


„დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის კმ0+000-კმ5+800 მონაკვეთის (ლოტი 1) და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის კმ5+800- კმ7+700 (ლოტი 2) სამშენებლო სამუშაოები. ამასთან გაცნობებთ, რომ E-60 ჩქაროსნული მაგისტრალისზემო ოსიაური-ჩუმათელეთის კმ0+000-კმ5+800 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების (ლოტი 1) სახელშეკრულებო ღირებულება არის 133 530 690.66 ლარი და ამ ეტაპზე ზემო აღნიშნულიხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 36 683 112.86 აშშ დოლარი და 25 055 118.49 ლარი. ხოლო E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის კმ5+800-კმ7+700 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 50 653 768.63 ლარი დახელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 6 156 926.50 აშშ დოლარი და 4 202 564.10 ლარი.

 

ამასთან, გაცნობებთ რომ ხაშურის შემოვლითი გზის მშენებარე მონაკვეთში შედის დეპარტამენტსა და COPRI CONSTRUCTION ENTERPRISES W.L.L-სშორის E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-რიკოთის კმ 95-კმ 143 მონაკვეთის მეორე სექციის აგარა-ზემო ოსიაურის კმ19- კმ31 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული 5 კილომეტრიანი მონაკვეთი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებშიმთლიანად ანაზღაურებულია 12 604 873.37 აშშ დოლარი, 7 461 040.08 ევრო და 63 077 829.22 ლარი“,- ვკითხულობთ საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენდიტან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

 

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის დარჩენილი 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობისთვის, ამ ეტაპზე, წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

 


საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

 

 

შეგახსენებთ, რომ ახალი გზა, აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეურთდება არსებულ გზას. ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up