2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტში ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირდა

2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტში ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირდა

access_time2020-06-09 13:05:11

მთავრობამ ცალკეული სამინისტროების დაფინანსების შემცირება გეგმა წარადგინა. ყველაზე მეტად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება, შემდეგ მოდის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჯამურად ამ შემცირებებით 600 მილიონი ლარის დაზოგვა არის დაგეგმილი, რისი უდიდესი ნაწილის მიმართვაც სოციალურ ხარჯებზე მოხდება.

 

სამინისტროების მიხედვით, შემცირებები ასეთია:

 

● ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 251 მლნ ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 2 071,6 მლნ. ლარი იყო);

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 177.7 მლნ ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 1 666 მლნ. ლარი იყო);

● თავდაცვის სამინისტრო - 75 მლნ ლარით ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 880 მლნ. ლარი იყო);

● ეკონომიკის სამინისტროს ტრანსფერი - 26 მლნ ლარით მცირდება(2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 364 მლნ. ლარი იყო);;


● სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო - 15 მლნ ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 353 მლნ. ლარი იყო);

● ფინანსთა სამინისტრო - 12 მლნ ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 93 მლნ. ლარი იყო);;

● შინაგან საქმეთა სამინისტრო - 10 მილიონი ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 770 მლნ. ლარი იყო);

● საერთო სასამართლოები - 8 მლნ ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 84,38 მლნ. ლარი იყო);;

● პარლამენტი - 4 მლნ ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 64 მლნ. ლარი იყო);

● საგარეო საქმეთა სამინისტრო - 3 მლნ ლარით მცირდება (2020 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 159 მლნ. ლარი იყო);

● ქალაქ თბილისის ტრანსფერი - 35 მლნ ლარით მცირდება.


ბიუჯეტის მიმდინარე (არა COVID 19) ხარჯები 301 მილიონი ლარით მცირდება, კაპიტალური ხარჯები კი 298 მილიონი ლარით. ამასთან მიმდინარე ხარჯები, რომლებიც ანტიკრიზისულ გეგმას უკავშირდება 1.8 მილიარდი ლარით განისაზღვრება და ამ მხრივ მატება არის დაგეგმილი, ხოლო ანტიკრიზისული კაპიტალური ხარჯების ზომა 118 მილიონი ლარი იქნება. საბოლოოდ, ერთი მხრივ მიმდინარე ხარჯები 600 მილიონი ლარით მცირდება, ხოლო ანტიკრიზისული ხარჯები კი 1.9 მილიარდი ლარით. ამ ფაქტორების ერთობლიობით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური ხარჯები წარსულში არსებული 14.5 მილიარდი ლარიდან, 15.8 მილიარდ ლარამდე იზრდება.

 

დეტალურად, ბიუჯეტის პარამეტრებს „კომერსანტი“ მათი გამოქვეყნების შემდეგ შემოგთავაზებთ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up