2020 წლის აგვისტოში   Gepherrini  ჩინეთის ბაზარზე გადის

2020 წლის აგვისტოში Gepherrini ჩინეთის ბაზარზე გადის

access_time2020-06-04 17:45:32

„ორ  თვეში ჩინეთის ბაზარზე ჩანთების კოლექციით გავდივართ,“-ამის შესახებ „კომერსანტს „გეფერინის“ დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.

 

ჩანთების ქართული  ბრენდი, ჩინეთის ბაზართან აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე თვეა აწარმოებს, თუმცა,  მაშინ  ექსკლუზიურად გაყიდვაზე მოლაპარაკების  ხელშეკრულება კორონავირუსის გამო შეწყდა. მიუხედავად ამისა, მხარებს შორის ორმხრივი შეთანხმება განახლდა და ჩინეთის ბაზარზე „გეფერინს“ ჯერ ჩანთების, ხოლო დეკემბერში ფეხსაცმლის კოლექციით ვიხილავთ.

 

„პირველი გასვლა ჩანთების კოლექციით იქნება. ჩანთის 250-მდე აქტიური მოდელი გვაქვს, პირველ ეტაპზე სატესტოდ 50-მდე აქტიურ მოდელს გავაგზავნით და იქაური  ონლაინ მაღაზიების დახმარებით დაიწყება  გაყიდვები. შემდეგ ბაზარი და მოთხოვნა გვიჩვენებს როგორ უნდა მოვიქცეთ.  რაც შეეხება ფეხსაცმელს,  სექტემბრის შემდეგ აქტიურად ვაწარმოებთ.  ეს არის ჩვენი დამატებითი პროდუქტი და ამ მიმართულებით მეტად განვითარებას ვაპირებთ. თუმცა მასზე ისეთი მოთხოვნა არ არის როგორც ჩანთებზე. მიუხედავად ამისა, დეკემბრისთვის ფეხსაცმლის ჩინეთის ბაზარზე გატანას ვფიქრობთ, მანამდე გვინდა, რომ ბაზარმა ჩანთებით გაგვიცნოს,“-განაცხადა ილია გეფერიძემ.


 

 „კომერსანტთან“ საუბარში გეფერიძე კორონავირუსის გამო გაჩერებულ წარმოებაზეს ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, როგორც ყველა კომპანია, მათი წარმოებაც შეჩერებული იყო და ნივთებს მხოლოდ ონლაინ პლატფორმით აწვდიდა მომხმარებელს.

 

 „26 მაისიდან გავხსენით  საწარმო და 1 ივნისიდან მაღაზიები. ამ პერიოდში მხოლოდ ონლაინ გაყიდვები გაიზარდა და სამომავლოდ  პლატფორმის კიდევ უფრო განვითარებას ვგეგმავთ.  რაც შეეხება მუშაობის განახლებას და იმას თუ რა დაგვხვდა ადგილზე მისულებს,  მიჭირს ჯერ რაიმეს განსაზღვრა.  სამი თვე მაინც უნდა დავაკვირდეთ ბაზარს, როგორ განვითარდება მოვლენები და ჩვენ როგორც ბიზნესი რა ადგილზე ვართ ფინანსურად,“-აღნიშნა გეფერიძემ და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ  ბიზნესი  მთავრობის დახმარებას ელოდება,  რომელიც საგრანტო პროგრამას მოიაზრებს.



ნათია ლომიძე


თეგები:
გეფერინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up