2020 წლის 6 თვის განმავლობაში 17 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 32,653,737 ლარი აუნაზღაურა.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს „თიბისი დაზღვევა“ — 9,189,990 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ — 6,253,181 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 5,527,584 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა“ - 2,574,290 ლარი
სს „არდი დაზღვევაა“ — 1,660,891 ლარი.
2020 წლის თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 64,009 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს თიბისი დაზღვევა - 11,744;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 10,799;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 8552;
სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია - 5444;
სს სადაზღვევო კომპანია ალფა — 4435
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 3909;
სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 2842;
სს პსპ დაზღვევა - 2673;
სს არდი დაზღვევა 2671
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო - 2671;