2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

access_time2020-05-29 16:30:03

2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

 

ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა კი 942,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 266,9 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 3 თვეში კომპანიების წმინდა მოგება 8.3 მილიონ ლარს, აქტივები - 766.3 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 230.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

 

საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2020 წლის 3 თვეში 615,966 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 95,144 პოლისი იყო გაყიდული.


2020 წლის 3 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (81.88მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „იმედი L“ (33.13 მლნ. ლარი) და „თიბისი“ (21.86 მლნ. ლარი). მეოთხე ადგილზეა „ალდაგი“ (18.94 მლნ. ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (18.33 მლნ. ლარი) იკავებს. 

 

2020 წლის პირველ 3 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (14.26 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „იმედი L“ (13.07 მლნ. ლარი) მესამეზე კი „ალდაგი“ (10.76 მლნ ლარი). მეოთხე ადგილს „თიბისი“ (9.34 მლნ. ლარი) იკავებს, მეხუთეს კი „არდი“ (7.99 მლნ ლარი). 

 

2020 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 33.50 მილიონი ლარით და ბაზრის 29% უჭირავს, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L”  - 28.64 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს 13.38 მილიონი ლარით.



 

 

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 6.81 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 20% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 5.75 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 4.92 მლნ ლარით.

 

 

 

ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 15.1 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 4.23 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 28% მოდის. მეორე ადგილზეა „თიბისი“ 3.15 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „ჯიპიაი“ 2.81 მლნ. ლარით.

 

 

 

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 15,3 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 3 თვეში 6.48 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 42% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 3.21 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ – 2.84 მილიონი ლარით.

 

 

 

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 5.6 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ალდაგს“ უკავია - 1.57 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 28%, მეორე ადგილზე „თიბისი დაზღვევაა“ -1.05 მილიონი ლარით. მესამე პოზიციას 1.04 მილიონი ლარით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იკავებს.

 

 


2020 წლის 31 მარტის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს. 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
დაზღვევა



ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი
access_time2020-07-07 12:30:56
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტიმულირების პოლიტიკიდან იძულების პოლიტიკაზე გადადის“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით მისაღები თანხის 15 პროცენტის გაყინვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა დაახლოებით 20 მლნ დოლარის გაცემა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში...

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები
access_time2020-07-07 11:35:54
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...


მსგავსი სიახლეები

up