2020 წლის 3 თვის განმავლობაში დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 39,006 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს თიბისი დაზღვევა - 7,195;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 5,286;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 4,706;
სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია - 4,114;
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 3,436;
სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 2,708;
სს პსპ დაზღვევა - 2,205;
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი - 1,656;
სს არდი დაზღვევა - 1,377;
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო - 1,301.
2020 წლის 3 თვის განმავლობაში 17 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 19,087,871 ლარი აუნაზღაურა. ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული პრემიის მიხედვით პირველ ადგილს 5,822,840 ლარით სს „თიბისი დაზღვევა“ იკავებს, შემდეგ მოდის სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ 3,462,908 ლარით, მესამე ადგილზეა სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 3,203,558 ლარით, მეოთხეზე 1,267,980 ლარით სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა“, ხოლო მეხუთე ადგილზე სს „არდი დაზღვევაა“ 1,079,034 ლარით.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა კი 942,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 266,9 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 3 თვეში კომპანიების წმინდა მოგება 8.3 მილიონ ლარს, აქტივები - 766.3 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 230.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
ნინო თამაზაშვილი