2020 წლიდან შეიძლება, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს

2020 წლიდან შეიძლება, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს

access_time2019-12-10 12:50:25

„ხარისხინ წამალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით მინდა გამოვყო ორი ეტაპის ინტერვენციები. პირველ რიგში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.


გარდა ამისა, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაზე. წარსულში ეს მექანიზმი გარკვეული ხარვეზებით მოქმედებდა და ამჟამად მიდის მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას ესენციური მედიკამენტების ნუსხა კლინიკური დაავადებებისთვის; ასევე, განისაზღვროს რეფერენტული ფასები ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან შეთანხმებით კონკრეტულად ამ ნუსხაში, რაზეც მოხდება შეთანხმება და ამის მიხედვით გააგრძელებს სახელმწიფო ამ მედიკამენტების შესყიდვას“, - განაცხადა გაბუნიამ. ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ქრონიკული დაავადებების მართვისთვის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხის შესაძლო გაზრდაზე.



მათ შორის, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საუბარია ბავშვთა ასაკის მოსახლეობისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე, რომელიც ამჟამად 36-ე დადგენილებითაა განსაზღვრული, თუმცა აღნიშნული ნუსხა ეტაპობრივად უნდა გაფართოვდეს.2020 წლიდან შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up