2020 წლიდან საზღვაო აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო წვრთნის გავლას

2020 წლიდან საზღვაო აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო წვრთნის გავლას

access_time2019-12-10 19:00:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საზღვაო პრაქტიკის სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



არსებული მდგომარეობით, საზღვაო პრაქტიკის სავალდებულო 6-თვიან ნაწილს სასწავლებლები უზრუნველყოფენ, მაგრამ იმისთვის, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა გაცილებით სწრაფად მოახერხონ მაღალი პოზიციების დაკავება, საჭიროა დამატებით 6-თვიანი პროფესიული პრაქტიკა საერთაშორისო ნაოსნობაში. სწორედ აღნიშნულ წვრთნას დააფინანსებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და აჭარის მთავრობა.




„საზღვაო განათლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფომ დღეს კიდევ ერთი პრობლემა გადაჭრა - 2020 წლიდან აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს გაიაროს სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სტუდენტების წარმატებით დასაქმებას", - აღნიშნა თავის გამოსვლაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.



ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, „დღეს საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებს ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, მაგრამ ეს ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის. „ქართველ მეზღვაურებს გააჩნიათ ზღვაოსნობისთვის საჭირო უნარები და კვალიფიკაცია მაღალი პოზიციების დასაკავებლად. შესაბამისად, სახელმწიფო ერთი მხრივ, მხარს უჭერს საზღვაო განათლების გაძლიერებას, და მეორე მხრივ, ხელს უწყობს მეზღვაურებს სწავლების შემდგომ წარმატებით დასაქმებაში", - განაცხადა მან.



მისივე თქმით, მეზღვაურთა წვრთნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთანაც.







Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up