„2020 წლიდან საექსპორტო ღვინოების ინსპექტირებაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან“

„2020 წლიდან საექსპორტო ღვინოების ინსპექტირებაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან“

access_time2020-01-03 16:30:26

„2020 წლიდან საექსპორტო ღვინოების ინსპექტირებაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან“-ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.


მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, რაც 2019 წლის ზაფხულში გვქონდა, საბოლოო ჯამში, გასული წელი  წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. ექსპორტის 10%-იანი ზრდა  და  მიღებული შემოსავლების 19%-იანი ზრდა გვქონდა. ის მთავარი დაპირება,რომ ყურძენი არ დარჩენილიყო ჩაუბარებელი, შესრულდა, თუმცა თავისუფალი ბაზრის პირობებში ყოველთვის მოსალოდნელია ფასის თამაში და ცვლილებები“- აღნიშნა ლევან მეხუზლამ. მისი თქმით, დარგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა,  ზრდის პარალელურად ხარისხის მიმართულებით გარკვეული კომპრომისებიც იყო.

 

ხარისხი ის კომპონენტია,რომელთან დაკავშირებითაც კომპრომისი არ უნდა დაუშვან. საქართველო მასიური წარმოების ღვინოს ვერ შესთავაზებს გლობალურ ბაზარს და ვერ გაუწევს კონკურენციას ამ მიმართულებით, ჩილეს,ავსტრალიას. რაც შეეხება ხარისხს, ეს ის კომპონენტია,რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. შარშან გვქონდა ინსპექტირება, ავიღეთ ნიმუშები, 2020 წელს  ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და გაიზრდება. მეტი გამჭირვალობისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან,- აღნიშნავს მეხუზლა. მისი ვარაუდით, 2020 წელს ექსპორტზე გატანილი ღვინის რაოდენობა შესაძლოა საგრძნობლად აღარ გაიზარდოს, თუმცა, ქვეყნის მთავარი ორიენტირი სტაბილურობის შენარჩუნება იქნება.



2019 წელს 90 მილიონზე მეტი ბოთლი გადაიზიდა საქართველოდან, ვვარაუდობ რომ 2020 წელს რაოდენობის მხრივ პროცენტული ზრდა მოსალოდნელი აღარ არის, თუმცა 10%-ის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ გვგონია,რომ მივაღწიეთ იმ ეტაპს,როცა უნდა ვიზრუნოთ სტაბილურობაზე და რა თქმა უნდა, ხარისხზე და უნიკალურობაზე. ნაკლებად უნდა გამოვეკიდოთ რაოდენობას,- ამბობს ლევან მეხუზლა.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up