„იმპორტზე დამოკიდებული ენერგეტიკა,ვალუტის დიდი ოდენობით გადინებას იწვევს“

„იმპორტზე დამოკიდებული ენერგეტიკა,ვალუტის დიდი ოდენობით გადინებას იწვევს“

access_time2020-01-08 11:10:32

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ 2019 წლის ენერგეტიკის და წყალმომარაგების რეგულირების მნიშვნელოვან მოვალენებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, 2020 წლიდან ენერგოსექტორის რეგულირების სფეროში ახალი ერა იწყება.

 

2019 წლის მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის კი ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა და ჰესების დაუსრულებელი სამშენებლო პროექტებია.

 

„ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება ყოველწლიურად. რამდენიმე ახალი ობიექტი უკვე გაეშვა მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების სახით. სულ რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა ახალი კანონი და რეალურად, ახალი ერა დაიწყო ენერგოსექტორის რეგულირების სფეროში.


2019 წელს ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა გვქონდა. მათ შორის, გამოვყოფდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს. ეს გამოწვევა ნამდვილად უნდა დავძლიოთ, ვინაიდან ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად,  გენერაცია თუ არ მიჰყვა გაზრდილ მოთხოვნას, მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით იმპორტზე. რაც გამოიწვევს ვალუტის გადინებას. ეს საკითხი აქტუალურია დასაქმებისა და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების თვალსაზრისითაც. ამდენად, ჰესების მშენებლობის ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია ე.წ „გაყინული მშენებლობების“ გალღვობა და გააქტიურება. უნდა აშენდეს ის უწყინარი ელექტროსადგურები,რომელთა გარემოზე ზემოქმედების შეფასება შესწავლილია და რაიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა არ არის დაფიქსირებული.


მეორე გამოწვევა, რომელიც განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში გვქონდა და შემდეგ შესუსტდა, მაინინგის ელექტროენერგიაზე „ჩამოკიდებას“ უკავშირდება. კრიპტოვალუტა საკმაოდ ენერგიატევადია, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიტკოინის ფასები შემცირდა, ენერგიაზე მოთხოვნამაც დაიკლო.


გამოწვევები უკავშირდება გადასახადთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტში საოჯახო მეურნეობები არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. რაც მდგომარეობას ამძიმებს. საქართველოში ტურიზმი საკმაოდ კარგად ვითარდება, განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო ტურიზმი, ეს კი პარალელურად იწვევს ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას,“- აღნიშნავს დავით ნარმანია.



ბუნებრივ სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დავით ნარმანიამ უბედური შემთხვევების რიცხვის ზრდა დაასახელა და მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.


მნიშვნელოვანია,რომ შემუშავდა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტები,რომელთა მიღებაც ეტაპობრივად იგეგმება. ჩვენ რეკომენდაცია მოვამზადეთ და გადავეცით ეკონომიკის სამინისტროს, იმისთვის რომ  აისახოს და გათვალისწინებული იქნას ყველაფერი. ერთია მარეგულირებელი ნორმები, მეორე კი მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით, ყველა სახლს,რომელსაც გაზის წვის კამერა აქვს , უნდა ჰქონდეს  გადმოღებული სარკმელი, ასევე დაუშვებელია გარეწვის დანადგარების არსებობა სახლში- ამბობს ნარმანია.

 

მარეგულირებელი კომისია გაზმომარაგების სექტორში წელს პირველად გადავიდა სამწლიანი ტარიფების დადგენაზე, ისევე როგორც ეს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორში მოხდა. დავით ნარმანიას თქმით, სამწლიან ტარიფებზე გადასვლას სტაბილურ გარემოს შექმნის,როგორც მომხმარებლისთვის, ისე კომპანიისთვის.

 

ერთი მხრივ, მომხმარებელს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან იცის,რომ სამი წელი ტარიფი უცვლელი იქნება ( თუ ეკონომიკაში,რაღაც სასწაული არ მოხდა ნეგატიური თვალსაზრისითდა მეორე მხრივ, ეს ფაქტორი ასევე მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის სტაბილურობის თვალსაზრისით, რადგან მათ უმტკიცდებათ სამწლიანი საინვესტიციო გეგმა და იციან,რამდენი უნდა დახარჯონ და რა შემოსავლები მიიღონ- ამბობს დავით ნარმანია. მისი თქმით, ტარიფები უცვლელია და არ გაზრდილა.

 

„ჩვენი მხრიდან ინვესტიციების ტარიფში ასახვა ხდება. წინასწარ დაგეგმილი ინვესტიციების შეფასება და მისი გათვალისწინება. „თბილისი ენერჯი“ სამი წლის განმავლობაში 60 მილიონიან ინვესტიციას ჩადებს სისტემის განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. პატარა კომპანიებს მცირე საინვესტიციო გეგმა დავუმტკიცეთ. გეგმა არ არის დამტკიცებული „სოკარისთვის“  და დადგენილია დროებითი ტარიფი.  

 

სემეკის სხდომა ყურადსაღები იყო არამხოლოდ იმიტომ,რომ რეგიონებში ბუნებრივი აირის ფასი დარჩა უცვლელი, არამედ იმითაც,რომ ენერგეტიკის სფეროში ზოგიერთ ლიცენზიანტ კომპანიას ტარიფები შევუმცირეთ. საუბარია სამ კომპანიაზე და სამივეს შემთხვევაში ეს დაკავშირებულია დაგეგმილ და რეალურად განხორციელებულ ინვესტიციებს შორის სხვაობასთან. დაგეგმილი იყო მეტი და წინასწარ აისახა ტარიფში, თუმცა რეალურად, მას მერე, რაც ამ მოცულობის ინვესტიცია არ განხორციელდა, კომისიამ უკან წამოიღო და შეამცირა ტარიფი,“- აღნიშნავს დავით ნარმანია.

 

გადაცემაში დავით ნარმანიამ წყალმომარაგების სექტორზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, 2020 წელს ახალი რეგულაციების მიღება იგეგმება. კომისია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მონიტორინგს ახორციელებს და  მომავალი წლიდან დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება წყალმომარაგების ხარისხის მონიტორინგი.

 

„წყალმომარაგების სექტორში გამოწვევები უკავშირდება მოცვის არეალებს, რომლებიც უნდა გაიზარდოს. განსაკუთრებით იმ რეგიონებში,სადაც ჯერ კიდევ, არ არის წყალმომარაგების პროექტები დასრულებული.  ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მონიტორინგს მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ხარისხსთან დაკავშირებით. იყო რამდენიმე მუნიციპალიტეტში საიმედო მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები. ვიწყებთ მომავალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მონიტორინგს. ვფიქრობთ, ახალი და დამატებითი რეგულაციებისა და წესების მიღებას ამ სექტორში,“- ამბობს დავით ნარმანია.

 

მასალა მოამზადა ნათია კეკენაძემ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up