2020 წელს 590 ათასი მგზავრით ვასრულებთ, ციფრით რომლითაც დავასრულეთ 2005 წელი - TAV Georgia

2020 წელს 590 ათასი მგზავრით ვასრულებთ, ციფრით რომლითაც დავასრულეთ 2005 წელი - TAV Georgia

access_time2020-12-30 12:00:49

 „2019 წელთან შედარებით, 2020 წელს TAV Georgia- შემოსავლები 79%-ით შეუმცირდა, ზარალი უპრეცენდენტოა. ჩვენ 2020 წელს ვხურავთ 590 ათასი მგზავრით, ციფრით რომლითაც დავხურეთ 2005 წელი,“- ამის შესახებ კომერსანტს TAV Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.


როგორი იყო 2020 წელი ქართული საავიაციო ბაზრისთვის, რა გამოწვევების წინაშე დადგა ეს ბაზარი, კომპანიაში განმარტავენ, რომ ფინანსურმა ზარალმა 79% პროცენტი შეადგინა, ბათუმის აეროპორტში კი, რომელიც 10 თვეა დაკეტილია, ზარალი 90 პროცენტია.


„COVID-19-ის პანდემიის ფონზე აეროპორტები ფაქტობრივად დაკეტილია, არ არის მგზავრთნაკადი, შესაბამისად არც შემოსავლები.

მართლაც რთული წელი იყო არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოს ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ აეროპორტი 2020 წლის იანვარსა და თებერვალში მუშაობდა ის მონაცემები რაც დღეს გაქვს, ფაქტობრივად არის იანვარ-თებერვლს მონაცემები. ზარალს რაც შეეხება, გამომდინარე იქედან, რომ ის 2 თვე აეროპორტმა იმუშავა, ზარალი ამ ეტაპისთვის არის 79%-ი, ხოლო მგზავრთა რაოდენობაში, ისევ იმ ორი თვის ჩათვლით, 83%-ი. თუ 2019 წლის ნოემბრის მონაცემებს 2020 წლის ნოემბრის მონაცემებს შევადარებთ, 98%-ით შემცირდა მგზავრთა რაოდენობა.2020 წელს 2019 წელთან შედარებით კომპანიის ზარალი შეადგენს 79%-ფინანსურ ჭრილში. ეს მონაცემიც არის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლების ჩათვლით, როდესაც აეროპორტი მუშაობდა, თუმცა თუ შემდეგ თვეებზე გადმოვალთ ზარალი 90%-ია. ბათუმის აეროპორტს რაც შეეხება ზარალი 90%-ია და აეროპორტი უკვე 10 თვეა დაკეტილია.


ძალიან ძნელია პანდემიის პირობებში რაიმე პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით ავიაციის სფეროში. აეროპორტები მსოფლიოს მასშტაბით ფორსმაჟორულ ვითარებაში ოპერირებენ. ფრენების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყნებში არსებულ ეპიდვითარებაზე. ვვარაუდობთ რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება. ჩვენი გათვლებით 2021 წელს ზაფხულის საავიაციო სეზონზე მგზავრთნაკადის სტატისტიკური მონაცემები 25%-ით მიუახლოვდება 2019 წლის იგივე პერიოდის ციფრებს,“ - განმარტავენ TAV Georgia-ში

 

 ამასთან, TAV Georgia- ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში 17 მილიონ დოლარის ინვსტიციას ახორციელებს, როგორი იქნება განახლებული აეროპორტი ბათუმში და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ავიაციის წინსვლას ქვეყანაში, ამ კითხვაზე პასუხად „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს და უკვე 15 იანვრიდან აეროპორტი მზად იქნება.

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. 15 იანვრიდან ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში აეროპორტი მზად იქნება მოემსახუროს მგზავრებს.

განახლებული ინფრასტრუქტურით ჩვენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გავაორმაგეთ და წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შევძლებთ. პანდემისგან გამოწვეული მძიმე ეკნომიკური პრობლემების ფონზე ტავ ჯორჯიამ არ გააჩერა სამშენებლო სამუშაოები და აეროპორტის გაფართოების პროექტში 17 მილიონ დოლარის ინვესტიცია განახორციელა,“- აცხადებენ TAV Georgia-ში.


მარიამ მორგოშია


თეგები:
TAV Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up