სადაზღვევო კომპანია BHTP-ის კვლევით, მსოფლიოში ავსტრალია ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. რეიტინგში მეორეა შვედეთი, მესამე კი ახალი ზელანდია. პირველ ათეულში ასევე მოხვდა იტალია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ისლანდია, ირლანდია, საბერძნეთი და იაპონია.
სადაზღვევო საქმის ექსპერტების შეფასებით, ტურისტები ამბობენ, რომ ყველაზე უსაფრთხოა წინასწარ დაგეგმილი ტურები.
2019 წლის ნოემბერში საერთაშორისო კომპანიამ SOS, რომელიც სამოგზაურო დაზღვევის სფეროში მუშაობს, ტურისტებისთვის 2020 წელს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დაასახელა.
2020 წლის პროგნოზით, ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნები დანია, ფინეთი, გრენლანდია, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ლუქსემბურგი და შვეიცარია იქნება. ყველაზე სახიფათო სახელმწიფოებად კი ავღანეთის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სომალი და სირია დასახელდნენ.
რეიტინგში საქართველოც მოხვდა. SOS-ის სპეციალისტებმა ის დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა კატეგორიაში მოათავსეს.
Imedinews