2020 წელს TAV Georgia-ს მოგება 90%-ით შეუმცირდა

2020 წელს TAV Georgia-ს მოგება 90%-ით შეუმცირდა

access_time2022-01-25 14:00:10

2020 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის აფეთქების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი მსოფლიო ეკონომიკაში სამოქალაქო ავიაცია იყო. საერთაშორისო და ადგილობრივი საავიაციო უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, თბილისის აეროპორტში ავიაკომპანიების უმრავლესობამ მუშაობა შეწყვიტა, რაც „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა, თუმცა კომპანიამ ეს წელი შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მოგებით დაასრულა.

 


კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს TAV Georgia-ს შემოსავალმა 64,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 195,8 მლნ ლარით (75%) ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით (260,6 მლნ ლარი).

 


ამასთან, ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 172 მლნ ლარით შემცირდა საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგებაც და 2020 წელს 16,6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2019 წელს 188,6 მლნ ლარი იყო.

 


2019 წელთან შედარებით, 2020 წელს TAV Georgia-ს მოგება 90%-ით შეუმცირდა და 17,2 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წელს კომპანიის მოგება 163,5 მლნ ლარი იყო. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავლებში მნიშვნელოვანი კლება 2020 წლის აპრილის შემდეგ დაფიქსირდა.

 


“ტავ ურბან ჯორჯიას” 64,8 - მილიონიანი შემოსავლები კონკრეტული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

შემოსავალი ავიამომსახურებიდან 35,9 მლნ ლარი

შემოსავალი სახმელეთო მომსახურებიდან 20,5 მლნ ლარი

დაუბეგრავი სავაჭრო მაღაზიების კონცესიის საკომისიო მოსაკრებელი 2,6 მლნ ლარი

შემოსავალი ფართობის განაწილებიდან 2,1 მლნ ლარი

შემოსავალი ავტომანქანების პარკირების მომსახურებიდან 0,7 მლნ ლარი


საკვები და სასმელი პროდუქტებით ვაჭრობის სივრცეების კონცესიის

საკომისიო მოსაკრებელი 0,5 მლნ ლარი

შემოსავალი ლაუნჯის მომსახურებიდან 0,6 მლნ ლარი

სხვა შემოსავალი 1,636 მლნ ლარი

 


კომპანიის აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 2020 წელს 235 მლნ ლარი შეადგინა.

 


შემოსავლებისა და მოგების შემცირების პარალელურად, 2020 წელს „ტავ ურბან ჯორჯიაში“ შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდში კომპანიაში სულ 744 ადამიანი იყო დასაქმებული (2019 წლის 31 დეკემბერი: 782 თანამშრომელი).

 


ანგარიშგებაში წერია, რომ კომპანიას არ აქვს ვალები.ზედმეტი რაოდენობით ფულადი სახსრების არსებობის გამო, 2020 წელს კომპანიამ შეძლო მისი შვილობილი კომპანიის – შპს „ბათუმის აეროპორტი“ ტერმინალის გაფართოების პროექტის 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსების უზრუნველყოფა.

 


2020 წელს მოგების გადასახადის ხარჯმა კომპანიაში 5,2 მლნ ლარი შეადგინა.

 


მომზადებული დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიის უმსხვილესი მოვალე ადგილობრივი ავიაკომპანიაა. „ჯორჯიან ეარვეისის“ წმინდა დებიტორული დავალიანება 8,8 მლნ ლარია.

 


მენეჯმენტი თვლის, რომ 2022 წელი იქნება გარდამავალი წელი საოპერაციო მასშტაბების პანდემიამდელ დონეზე დაბრუნებამდე, ხოლო 2023 წელს სავარაუდოა, რომ როგორც საავიაციო ინდუსტრია, ასევე კომპანიაც, დაუბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებლებს.

 


„ტავ ურბან საქართველომ“ საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობას 2027 წლამდე განახორციელებს. 2020 წლის მდგომარეობით, კომპანიის მფლობელობის სტრუქტურა ასეთი იყო:


„TAV Havalimanlari Holding A.S.“ 80.0

„Aeroser International Holding (U.K.)“ 19.9%

ნოდარ კურტანიძე 0.1%


ბაჩო ადამია



თეგები:
TAV Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up