ევროკავშირში ენერგიის მოხმარების შემცირება, ჯერ კიდევ მიმდინარე ენერგეტიკულ კრიზისამდე მთავარი მიზანი იყო, ამას გარდა covid- 19 ის პანდემიამ ენერგიის მომხმარებლის ჩვევები სამუშაო ადგილების დახურვით და სახლში გატარებულის დროის გაზრდით შეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ინდუსტრია როგორიცაა საჰაერო ტრანსპორტი სერიოზულად დაზარალდა, ხოლო სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა ამ მიმართულებით არ დაზარალებულა — ამის შესახებ ინფორმაციას eurostat-ი ავრცელებს.
2020 წელს ევროკავშირში ენერგიის მთლიანი მოხმარება 2019 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლები იყო, თუმცა მცირედი ზრდა ( +1) სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორის მიერ მოხმარებულ ენერგიაში დაფიქსირდა. 2020 წელს ევროკავშირში მოხმარებული მთლიანი ენერგიის 3% სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა შეადგენდა.
2020 წელს ევროკავშირში ენერგიის მთლიანი მოხმარება 6%-ით ნაკლები იყო 2019 წელთან შედარებით. თუმცა, მცირედი ზრდა (+1%) დაფიქსირდა სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორის მიერ მოხმარებულ ენერგიაში. 2020 წელს ევროკავშირში მოხმარებული მთლიანი ენერგიის 3%-ს სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა შეადგენდა.
2019 წელთან შედარებით 2020 წელს ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ შვედეთის გარდა ( +1 ) ენერგიის მთლიანი მოხმარების შემცირება დააფიქსირა. კლების ყველაზე მკვეთრი ტემპი ლუქსემბურგში (-14%), ესპანეთში (-11%) და იტალიაში (-9%) დაფიქსირდა. შემცირების დიაპაზონის მეორე ბოლოში ცვლილების ყველზე მცირე ტემპი რუმინეთში (-1%), უნგრეთსა და ბულგარეთში ( ორივე -2) დაფიქსირდა.
2019 დან 2020 წლამდე სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მიერ მოხმარებული ენერგიის კუთხით, ზოგიერთმა სახელმწიფომ განსაკუთრებით მალტამ( +10%) , პორტუგალიამ (+8%) და ხორვატიამ (+6%) ძლიერი ზრდა განიცადა, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობაში ენერგიის მოხმარება შემცირდა და ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა ბელგიაში (-11%), შვედეთში (-6%) და რუმინეთში (-5%)
შედარებისთვის, 2020 წელს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მთლიანი ენერგიის მოხმარების ყველაზე დიდი წილი ნიდერლანდებში (9%) იყო, შემდეგ მოდის პოლონეთი და ლატვია (თითოეული 6%). ყველაზე მცირე წილი დაფიქსირდა ლუქსემბურგში, სლოვაკეთსა და მალტაში (ყველა 1%).