2020 წელს შინამეურნეობების 63%-ის რეალური შემოსავლები 711 ლარს არ აღემატებოდა - PMCG

2020 წელს შინამეურნეობების 63%-ის რეალური შემოსავლები 711 ლარს არ აღემატებოდა - PMCG

access_time2021-10-14 20:00:00

PMCG-ის კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების საშუალო თვიური რეალური შემოსავალი 2010-დან 2020 წლამდე 163 ლარით, 732 ლარამდე გაიზარდა და 2013 წლის დონემდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ პანდემიამ განაპირობა. რეალური შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (806 ლარი) 2016 წელს დაფიქსირდა.



რაც შეეხება ნომინალურ შემოსავალს, კვლევის მიხედვით, 2010-დან 2020 წლამდე, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2010 წელს საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოში 569 ლარი იყო, 2020 წლისათვის კი - 1029 ლარი. ბოლო ათწლეულში საქართველოში მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა. შესაბამისად, საშუალო რეალური შემოსავალი, ნომინალური შემოსავლისგან განსხვავებით, მოკრძალებულად გაიზარდა.



მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები გაიზარდა, 2020 წელს საქართველოში შინამეურნეობების 63%-ს კვლავ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. მეტიც, 2010 წლის ფასებზე მორგებული შემოსავლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ შინამეურნეობების 63%-ს რეალური შემოსავლები 711 ლარს არ აღემატებოდა.




PMCG-ის ინფორმაციითვე, 2010-2020 წლებში, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი, ანუ საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე, მოსახლეობის წილი 37%-დან 21%-მდე შემცირდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2010 წლიდან 2015 წლამდე 15.7 პროცენტული პუნქტით დაიკლო, ხოლო მას შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. ამასთან, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილის კლების მიუხედავად, სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების წილი 11.4%-დან 13%-მდე გაიზარდა. COVID-19-ის კრიზისის გამო კი, 2021 წლის აგვისტოში შემწეობის მიმღებთა წილი 16.7%-მდე გაიზარდა.



სიღარიბის გასაზომად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი საარსებო მინიმუმია, რადგან ეს მაჩვენებელი გამოიყენება აბსოლუტური სიღარიბის დონის განსაზღვრისას. საშუალო ზომის შინამეურნეობის საარსებო მინიმუმი აღნიშნავს შემოსავლის მინიმალურ დონეს, რომელიც საჭიროა საქართველოში საშუალო ოჯახის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.



„2010-2020 წლებში საშუალო ოჯახისთვის ყოველწლიური საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდებოდა, გარდა 2012, 2013 და 2016 წლებისა, როდესაც აღინიშნებოდა კლება. 2010 დან 2020 წლამდე საარსებო მინიმუმი 96 ლარით გაიზარდა და 321 ლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საარსებო მინიმუმის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციის მაღალმა დონემაც იქონია და რეალური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნებოდა“,- წერია კვლევაში.



PMCG-ის განცხადებით, აბსოლუტური სიღარიბის უფრო ზუსტი მაჩვენებლის მისაღებად, შესაძლოა საჭირო იყოს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვა.


businessformula.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up