2020 წელს შიდა ვიზიტების ბრუნვამ 1 800 000 000 ლარი შეადგინა - ქვრივიშვილი

2020 წელს შიდა ვიზიტების ბრუნვამ 1 800 000 000 ლარი შეადგინა - ქვრივიშვილი

access_time2021-07-19 21:30:36

ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამეტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის საქმიანობის ანგარიში და დაგეგმილი აქტივობები გააცნო. მის მიერ დეპუტატებისთვის წარდგენილ ანგარიშში დეტალურად  იყო ასახული ამ დარგების აღდგენის პროცესში მიმდინარე სამუშაოები და უკვე მიღწეული შედეგები.


როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2021 მონაცემების შედარება არა 2020 წლის, არამედ 2019 წლის მონაცემებთან ხდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სექტორების მიხედვით საკმაოდ მაღალი ზრდა და პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება, მათ შორის შიდა ტურიზმის მიმართულებით.


„ხაზი მინდა გავუსვა შიდა ტურიზმის დიდ მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა კოვიდ-პანდემიის დროს. შიდა ტურიზმი და შიდა ვიზიტორები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ წლიდან წლამდე შიდა ტურიზმის ნაკადების ზრდის კარგი დინამიკა გვაქვს", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.



მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 12 მილიონზე მეტი შიდა ვიზიტი განხორციელდა, რის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 1 800 000 000 ლარი შევიდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის მოქალაქეების ასეთმა აქტივობამ  შედარებით შეუმსუბუქა ძალიან რთული პერიოდი ტურიზმის სექტორში ჩართულ მცირე, საშუალო, თუ მსხვილ ობიექტებს.


ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო გაერთიანებული აეროპორტების პლატფორმიდან განაგრძობს შიდა რეისების სტიმულირებას - ეს არის სუბსიდირებული რეისები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ტურისტულ წერტილებთან, სადაც გვაქვს შიდა აეროპორტები, მობილობა იყოს უფრო მეტად გაზრდილი, შიდა ავიარეისების ბილეთების ტარიფები კი ხელმისაწვდომი ტურისტებისთვის და პირველ რიგში საქართველოს  მოქალაქეებისთვის.


ამ ეტაპისთვის არსებული ტენდერის, ხელშეკრულების ფარგლებში ქუთაისი-მესტიის, ნატახტარი-მესტიის, ნატახტარი-ამბროლაურისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებები ფუნქციონირებს.

 





აფბა “მესამე ძალას“ მოუწოდებს საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით ხედვა საჯაროდ წარმოადგინოს

აფბა “მესამე ძალას“ მოუწოდებს საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით ხედვა საჯაროდ წარმოადგინოს
access_time2021-09-16 15:48:23
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“- აფბა პოლიტიკურ პარტია „მესამე ძალას“ და მის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მოუწოდებს, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებული ხედვა საჯაროდ წარმოადგინოს. როგორც აფბას განცხადებაშია ნათქვამი, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და, შესაბამისად, აუცილებელია, ამ საკითხზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება საფუძვლიან და ობიექტურ გათვლებს ეყრდნობოდეს...

„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი

„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი
access_time2021-09-15 18:55:05
„არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა სოციალურ ქსელში დაწერა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ საპენსიო სესხზე და მის საპროცენტო განაკვეთზე. გულწრფელად მინდა, ეს პროცესი წინასაარჩვენო კამპანიასა და სამიზნე...

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს
access_time2021-09-16 13:00:41
ბიზნესისა და სახელმწიფოს მოლაპარაკებები კოვიდ 19–ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადადის. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივით შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორებს შეხვდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი კოვიდ-სტატუსის დასადგენად შექმნილ სპეციალური აპლიკაციას წარმატებით გამოიყენებს და რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ, სწრაფი და PCR ტესტის მქონე მომხმარებლებს მიიღებს, ობიექტი დაწესებული შეზღუდვებისგან...

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-09-15 18:00:02
15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.12 თეთრით 3.1129-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს 3.1053-იანი კურსი დაფიქსირდა. საერთასორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.63 თეთრით 3.6822-მდე გაუფასურდა, ბრიტანულ ფუნტთან 1.50 თეთრით 4.3039-მდე გამყარდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან კი ყველას მიმართ გაუფასურდა, კერძოდ: თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3690-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.35 თეთრით 1.8336-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.57 თეთრით...

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს
access_time2021-09-16 11:00:23
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას კახეთის რეგიონში სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ რეგიონში არსებულ სასტუმროებთან შედარებით ბევრად დიდი ობიექტია და მათ კონკურენტად თავს არ განიხილავს. „ჩვენ ბევრად დიდი სასტუმრო ვართ, ჩვენი კომპლექსი 40 ჰექტარზეა განლაგებული და ის სერვისები, რასაც ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ, იქნება ეს სათავგადასავლო, თუ განტვირთვის...


მსგავსი სიახლეები

up