2020 წელს შესაძლოა, ელექტროენერგიით ვაჭრობისას ანგარიშსწორება ბლოკჩეინის დახმარებით მოხდეს

2020 წელს შესაძლოა, ელექტროენერგიით ვაჭრობისას ანგარიშსწორება ბლოკჩეინის დახმარებით მოხდეს

access_time2019-05-04 14:59:20

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ელექტროენერგიის ლიბერალური ბაზრის კონცეფციაზე მუშაობა დასრულდება. 

მისი განმარტებით, სწორედ ეს კონცეფცია აჩვენებს, საჭირო იქნება თუ არა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პროცესში ანგარიშსწორება ბლოკჩეინის დახმარებით, თუმცა ჩიქოვანი ამ მიდგომას მხარს უჭერს. 

"მე შევადარებდი ასეთ რაღაცას, როდესაც აფრიკაში მობილურები შემოვიდა, იქ ტელეფონის ხაზები არ არსებობდა და პირდაპირ მობილურებზე გადავიდნენ. ჩვენ დღეს გაქვს შანსი, რომ ჩვენი ბაზარი განვავითაროთ და გადავასწროთ უკვე ჩამოყალიბებულ ინსტიტუტებს, როგორიც არის საკლირინგო სახლები და უფრო ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეთ, რომელიც ხელს შეუწყოს ვაჭრობას და პირველ რიგში, მომგებიანი იქნება მომხმარებლისთვის. წლის ბოლომდე მუშავდება ეს კონცეფცია და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი ახალი ბაზრის კონცეფციაში ბლოკჩეინების ადგილი. 

ვფიქრობ, დიდი შანსი აქვს ამას, რომ ჩვენ გავხდეთ მოწინავე ელექტროენერგიისა და გაზის ბაზარი რეგიონში და პირიქით, ჩვენ მივცეთ მაგალითი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს და ამ ტექნოლოგიების და ელექტროენერგიის ვაჭრობის მექანიზმების ცენტრი გავხდეთ", - განაცხადა ჩიქოვანმა. 

რაც შეეხება ამ სისტემის დასანერგად საჭირო ინვესტიციას, გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, სრული პლატფორმის შესაქმნელად საკმაოდ სერიოზული თანხები იქნება საჭირო. 

"ვფიქრობ, დონორების თანხებით ამის რეალიზებას შევძლებთ. მომავალ წელს უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ეს სისტემა დაინერგოს საქართველოში", - აღნიშნა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვტილება ჯერ მიღებული არ არის. 

ცნობისთვის: USAD-ის პროგრამის "მმართველობა განვითარებისთვის" ფარგლებში პროექტის ავტორებმა წარმოადგინეს პროტოტიპი, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემით ელექტროენერგიით ვაჭრობისას ანგარიშსწორება. მაგალითად, თუ დღეს, დაახლოებით ორი თვე სჭირდება გენერაციის ობიექტსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორს შორის ფულად ანგარიშსწორებას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დახმარებით, დღის ბოლოს უკვე შეიძლება მხარეებს შორის ანგარიშსწორება.

BMG 




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up