2020 წელს სასტუმროების დატვირთვა 2/3-ით შემცირდა

2020 წელს სასტუმროების დატვირთვა 2/3-ით შემცირდა

access_time2021-08-27 14:00:39

საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის სახლების რაოდენობა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 37%-ით 1054-მდე, სტუმრების რაოდენობა კი ბევრად უფრო მკვეთრად – 66.5%-ით 1.345 მლნ-მდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


2020 წელს მოქმედი სასტუმროების საერთო ფართი 19.6%-ით 1.826 მლნ კვადრატულ მეტრამდე, ხოლო ნომრების საცხოვრებელი ფართი 19.5%-ით 834 ათას კვადრატულ მეტრამდე შემცირდა.


გასულ წელს სასტუმროებში ნომრების რაოდენობა 23.4 პროცენტით 26.9 ათასამდე, ხოლო ნომრებში ადგილების რაოდენობა 24.1 პროცენტით 57.9 ათასამდე შემცირდა. ყველაზე მეტად 66.5%-ით 1.345 მლნ-მდე სტუმრების რაოდენობა შემცირდა.


სასტუმროების 57%-ზე მეტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 40% ინდმეწარმეების საკუთრებაა, 1.3% კი სააქციო საზოგადოების სახით ფუნქციონირებს.



2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 81%-ით 1.747 მლნ-მდე, მათგან ვიზიტორების რიცხვი 86%-ით 1.398 მლნ-მდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 78.6%-ით 1.087 მლნ-მდე შემცირდა. ვიზიტების 60%-ზე მეტი იანვარ-თებერვალში განხორციელდა, დანარჩენ 10 თვეში კი საზღვრის მკვეთთა უმრავლესობა სატვირთო გადაზიდვებთან იყო დაკავშირებული.


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება, 7 თვეში მათი რიცხვი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს მაინც 76%-ით ჩამორჩება.


მთავრობის სურვილი, რომ ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდის 50%-მდე აღდგეს, ჯერჯერობით მხოლოდ სურვილად რჩება. მას ხელს გართულებული ეპიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი უშლის.


მთავრობის მსგავსად ასევე ოპტიმისტურადაა განწყობილი თიბისი კაპიტალიც, რომელიც ფიქრობს, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელი პერიოდის 40%-ს მიაღწევს, 2022 წელს კი 10%-ით გადააჭარბებს. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.3 მლრდ-ს მიაღწია, ყველა გათვლით 2020 წელს მას $3.5 მილიარდისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო $3 მლრდ დაიკარგა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up