2020 წელს სასაკლაოებში ხორცის წარმოება 8%-ით შემცირდა

2020 წელს სასაკლაოებში ხორცის წარმოება 8%-ით შემცირდა

access_time2021-06-15 14:55:58

2020 წლის მდგომარეობით საქართველოში 110 ცხოველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, წლის განმავლობაში სასაკლაოებში 288 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, 1 წლის განმავლობაში დაკლულ პირუტყვთა რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 34%-ით შემცირდა. დაკლული ფრინველის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 9%-ით 12 მლნ ფრთამდე გაიზარდა, წარმოებული ხორცის საერთო რაოდენობა კი 8%-ით – 37 ათას ტონამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის საშუალო ღირებულება 26.8 ლარს შეადგენდა, ღორის - 24.3 ლარს, ცხვრისა და თხის კი - 12.8 ლარს.


სასაკლაოების 50% თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი, 45.5% ნაწილობრივ თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხოლო 4.5%-ს თანამედროვე ტექნოლოგიები არ გააჩნდა.



2020 წლის მდგომარეობით სესხით სასაკლაოების მხოლოდ 30% სარგებლობდა, მათგან 48.5%-ს სესხი ძირითადი კაპიტალის შესაძენად ჰქონდა აღებული, 33.3%-ს საბრუნავი კაპიტალისთვის და 18.2%-ს როგორც ძირითადი ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის.


სასაკლაოებთან ერთად 2020 წელს ქვეყანაში 194 სამაცივრე მეურნეობაც ფუნქციონირებდა. მაცივრებში წლის განმავლობაში ჯამში 308 ათასი ტონა პროდუქცია იყო განთავსებული, მათ შორის: 56.2% ქათმის ხორცი, 14.3% პირუტყვის ხორცი, 12.6% ხილ-ბოსტნეული, 12.4% თევზეული 2.1% რძის პროდუქტები და 2.4% დანარჩენი საქონელი. სამაცივრე მეურნეობებიდან რეალიზებული პროდუქციის ღირებულებამ 218 მლნ ლარს მიაღწია.


რაც შეეხება ელევატორებს, მათი რაოდენობა 2020 წლის მდგომარეობით 51-ს შეადგენდა. ელევატორებში სულ 487 ათასი ტონა პროდუქცია იყო შენახული, მათ შორის: 77.3% ხორბალი, 8.6% სიმინდი, 8.3% სოიოს შროტი და 3.3% ხორბლის ფქვილი. წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულმა პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ 358 მლნ ლარს გადააჭარბა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up