2020 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა

2020 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა

access_time2021-01-11 15:00:12

2020 წლის დეკემბერში საქართველოს 53 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 92%-ით ნაკლებია. იმავე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა 90.4%-ით 51 ათასამდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 85.8%-ით, 44 ათასამდე შემცირდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმი9ნისტრაცია ავრცელებს.


დეკემბერში ყველაზე მეტი, 20 ათასი ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, რაც 1 წლის წინანდელ მაჩვენებელთა შედარებით 75%-ით ნაკლებია, თუმცა რადგან თურქეთი დღემდე რჩება #1 სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოდ, სხვა ქვეყნების ფონზე კლების მასშტაბი შედარებით დაბალი იყო. იმავე პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 92.5%-ით, სომხეთიდან 92.8%-ით, ხოლო აზერბაიჯანიდან 96.7%-ით შემცირდა.


რეგიონების მიხედვით, თუ ევროპიდან და ამერიკიდან ვიზიტორების რაოდენობა 90-91 პროცენტით შემცირდა, აღმოსავლეთ აზიიდან, აფრიკდან და შუა აღმოსავლეთიდან ვარდნამ 98%-ს გადააჭარბა.


უშუალოდ ევროკავშირიდან განსაკუთრებით მაღალი ვარდნა დაფიქსირდა გერმანიიდან - 92%, საბერძნეთი - 93%, იტალია - 95.9%, პოლონეთი - 97.9% და ლიეტვუა - 98.2%. მართალია ლუქსემბურგიდან 100%-იანი კლევა ფიქსირდება, მაგრამ ეს 100% მხოლოდ 8 ვიზიტორს გულისხმობს.
სატრანსპორტო სფეროებიდან ყველაზე მეტად ავიაცია დაზარალდა. თუ 2019 წლის დეკემბერში საქართველოს აეროპორტების გავლით 91 565 ვიზიტორი ეწვია, 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 95.7%-ით 3905-მდე შემცირდა. თბილისის აეროპორტში 94.3%-იანი, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში კი 99.9%-იანი კლება დაფიქსირდა.


რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას, იანვარ-თებერვლის და ნაწილობრივ მარტის ხარჯზე კლება შედარებით ნაკლებია. იანვარში ტურისტების რაოდენობა 18.9%-ით ხოლო თებერვალში 4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მარტს, მარტში მკვეთრი 62%-იანი ვარდნა აღინიშნა, მაგრამ ვარდნის ეს ტემპი მაინც საშუალო წლიურზე ნაკლები აღმოჩნდა. მთლიანობაში 2020 წელს საქართველოს 1.749 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, 81.3%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს. მოგზაურებიდან ვიზიტორი 1.515 მლნ იყო - 85.7%-ით ნაკლები, ხოლო ტურისტის 1.1 მლნ - 78.6%-ით ნაკლები. კლასიკური გაგებით ტურისტი რეალურად უფრო ნაკლები იყო, თუმცა სტატისტიკის შედგენიას გამოყენებული მეთოდოლოგიის თანახმად ტურისტია ადამიანი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტს დაჰყოფს, მაშინაც კი თუ ის დასასვენებლად არ იმყოფება.



წლიურადაც ყველაზე მეტად ავიაცია დაზარალდა. საჰაერო გზით საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 85.3%-ით 1.829 მლნ-დან 270 ათასამდე შემცირდა.


პანდემისა და კოვიდრეგულაციების პირობებში შემცირდა როგორც საგარეო ვაჭრობა, ასევე ინვესტიციები, შეჩერდა ან დაიხურა ბევრი ბიზნესი, თუმცა ყველაზე დიდი დატყმა ტურიზმმა მიიღო, რომლის სრული აღდგენაც 2025 წლამდე ვერ მოხდება. 2019 წელს ტურიზმის სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა $3.3 მლრდ-ს გადააჭაბრა. 2020 წლის მოლოდინი $3.5 მლრდ-ს შეადგენდა, საიდანაც $3 მლრდ-ზე მეტი დაიკარგა.


საქართველოში პანდემიამდე ტურიზმის წილი ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა. რაც უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ საქართველოს - განვითარებადის ქვეყნის მშპ თავისი ზომი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად შემცირდა, მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. თავის დროზე ტურიზმმა ეკონომიკური ზრდა დააჩქარა და პანდემიის შემდეგაც ის რაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა და ჩამოიშალა უფრო სწრაფად დაახლოებით 5 წელში აღდგება და სექტორი ეკონომიკურ ზრდაში ისევ პოზიტიურ როლს შეასრულებს.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up