2020 წელს საერთაშორისო ტურიზმი დაახლოებით 80%-ით შემცირდება

2020 წელს საერთაშორისო ტურიზმი დაახლოებით 80%-ით შემცირდება

access_time2020-07-10 14:00:09

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, მასპინძლობის მართვის ინსტიტუტთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მსოფლიოში ტურიზმის სექტორის გამოწვევებთან დაკავშირებით კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები გამოაქყვენა. კვლევა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობდა.


კვლევასთან დაკავშირებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე, მანუელ ბატლერი იღებდნენ მონაწილეობას.


ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ კონფერენციის მონაწილეებს კვლევის მთავარი მიგნებები გააცნო და განიხილა ტურიზმის სექტორის გამოწვევები, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შესაძლებლობები და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციები. კვლევაში რეკომენდაციები გაცემულია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში.


კვლევის მიგნებების განხილვისას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე, მანუელ ბატლერი მიესალმა საქართველოს მთავრობისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მცდელობას, ქვეყანაში სექტორის ფუნქციონირება აღდგეს. მანვე აღნიშნა, რომ „შთამბეჭდავია ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში, რომელსაც გაეცნო“.


„ვფიქრობ, რომ ეს კვლევა ასახავს 23 ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის პროცესის მთავარ ელემენტებს. გავეცანი კვლევას და მიმაჩნია, რომ მასში ასახულია ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი და მე მინდა, კვლევის ავტორებს ამ ინიციატივისთვის მივულოცო“, - აღნიშნა მან კონფერენციის დასრულების შემდეგ.



ანგარიშში განხილულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შემდეგი დასკვნები:


2020 წელს საერთაშორისო ტურიზმი დაახლოებით, 80%-ით შემცირდება;პანდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის ინდუსტრიაში შემცირდება 50 მილიონი სამუშაო ადგილი;ყველაზე მეტად, აზიის ქვეყნები დაზარალდებიან,ეპიდემიური აფეთქების შემდეგ და ინდუსტრიის აღსადგენად დაახლოებით, 10 თვე იქნება საჭირორეკომენდაციების თანახმად, სასურველია, დაწესდეს მკაცრი რეგულაციები ავიაკომპანიების მიერ მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით და თითოეულ შემთხვევაზე განისაზღვროს მგზავრთა განლაგების წესი გადაფრენის დროს. მკვლევართა გუნდმა სავალდებულო კარანტინთან დაკავშირებითაც წარადგინა რეკომენდაციები.


ამასთან, კვლევაში განხილულია მცირე და საშუალო კომპანიების მიმართ სასურველი საგადასახადო პოლიტიკა და შეთავაზები, რომელიც ქვეყნებს COVID-19-სგან მიყენებული ზიანის მოკლე ვადებში დაძლევაში დაეხმარება.


კვლევაში მონაწილე ექსპერტები არიან სონია ტატარი - აღმასრულებელი ლიდერი, რომელსაც ბიზნესის ფართო მენეჯმენტის კუთხით 26-წლიანი გამოცდილება აქვს და INSTEAD კორპორაციული მართვის ცენტრს ხელმძღვანელობდა; კარლოს დიეზ დე ლა ლასტრა ბიუგი - Les Roches Marbella-ს (სასტუმრო მენეჯმენტის სკოლა შვეიცარიაში) გენერალური დირექტორია; ფერნანდო კორტინასი გლობალური აღმასრულებელი და ასოცირებული პროფესორი IE ბიზნესის სკოლაში; ელენე შარიქაძე - სასტუმრო „რადიუსის“ გენერალური მენეჯერი და „სასტუმროების მართვის კომპანიის“ საოპერაციო განყოფილების დირექტორი; ალვარო ჰიდალგო - ბიზნესის ადმინისტრაციის სპეციალისტი, ესპანეთის ფინანსური ანალიტიკოსების ინსტიტუტის წევრი; სინ ჰენრი რიქარდი - სამაგისტრო პროგრამის დირექტორი Cranfield School of Management-ში და ჯონ რაიანი - უფრო ლექტორი ფინანსებში, დუბლინის Trinity College-ის მაგისტრის ხარისხის მფლობელი.


კვლევითი ანგარიშის ავტორები: მიხეილ ბატიაშვილი, მანანა უგულავა, ნინო ენუქიძე, მარი დგებუაძე.


bpn.ge


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up