2020 წელს საჩივრების 51% ინტერნეტ-მომსახურებაზე შემოვიდა - კომუნიკაციების ომბუდსმენის აპარატი

2020 წელს საჩივრების 51% ინტერნეტ-მომსახურებაზე შემოვიდა - კომუნიკაციების ომბუდსმენის აპარატი

access_time2021-04-02 10:00:00

2018 წელს ჩვენს სამსახურში 413 განცხადება-საჩივარი შემოვიდა, 2019 წელს 714, ხოლო 2020 წელს 822 განცხადება-საჩივარი შემოვიდა - ამის შესახებ, რადიო პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველმა ელენე მიროტაძემ ისაუბრა.


მისი თქმით, რიცხვები მაინც არ ასახავს რეალობას, ამიტომ სამსახური მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტიურ კამპანიას აწარმოებს.


,, ჩვენი ძირითადი ფუნქციაა, მომხმარებელთა საჩივრების განხილვა სატელეკომუნიკაციო სფეროში. ისეთ მომსახურებებთან დაკავშირებით, როგორც არის ინტერნეტ-მომსახურება, სატელეფონო მომსახურება და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება.


მომართვიანობა ყველაზე მაღალი გასულ წელს იყო, საჩივრები ძირითადად ინტერნეტ-მომსახურების ხარვეზებს ეხებოდა. სწორედ ამ საკითხს დაეთმო საჩივრების 51%. ზოგადად საჩივრების და მომართვიანობის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ჩვენს სამსახურში 413 განცხადება-საჩივარი შემოვიდა, 2019 წელს 714, ხოლო 2020 წელს 822 განცხადება-საჩივარი შემოვიდა.



ეს მონაცემები მიგვანიშნებს, რომ საზოგადოებაში ერთის მხრივ იზრდება ნდობა ჩვენი სამსახურის მიმართ, მეორეს მხრივ კი ცნობადობა. ჩვენ ბოლომდე ორიენტირებული ვართ მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებაზე და ვცდილობთ მოლაპარაკება-მედიაციის ფარგლებში მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებზეც მოგვმართავენ მოქალაქეები. საქმის წარმოების ფარგლებში, სამსახურის მხრიდან გაიცემა რეკომენდაციები იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენი მედიაცია აღმოჩნდება უშედეგო და მომხმარებელს ვერ მოვუგვარებთ პრობლემას, კომუნიკაციების ომბუდსმენი, მიმართავს კომუნიკაციების კომისიას და სთხოვს შესაბამისი საქმის წარმოების დაწყებას. ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ომბუდსმენი მომხმარებლის მხარეს წარმოადგენს ამ დავაში.


ვთვლით, რომ რიცხვები, რომლებიც არსებობს, არ ასახავს ბაზრის რეალობას სრულად. ამიტომ ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას როგორც ჩვენი სამსახურის ცნობადობის გაზრდის, ასევე მომხმარებელში ცნობიერების ამაღლების კუთხით“,-განაცხადა მიროტაძემ ,,საქმეში“.



BPN.GE




თეგები:
ინტერნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up