2020 წელს საბანკო ბარათებით გადახდილი თანხის მოცულობამ 34 მლრდ ლარს გადააჭარბა

2020 წელს საბანკო ბარათებით გადახდილი თანხის მოცულობამ 34 მლრდ ლარს გადააჭარბა

access_time2021-02-21 11:00:23

2020 წელს საქართველოში მიმიქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 10%-ით 562 ათასამდე შემცირდა. სადებეტო ბარათების კი პირიქით, 3%-ით 6.3 მლნ-მდე გაიზარდა. იმავე წელს ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 21.6%-ით 421 მლნ-მდე და ბარათებით გადახდილი თანხის მოცულობა 15.8%-ით 34.2 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


2008 წლის იანვარში ბაზარზე საკრედიტო ბარათების რაოდენობა 166 ათას შეადგენდა. სულ რაღაც 8 თვეში 2.2-ჯერ 366 ათასამდე გაიზარდა. ომის შემდეგ კლება დაიწყო და 2009 წლის ოქტომბერში 240 ათასს ჩამოსცდა. 2010 წლიდან კი ზრდა განაახლა. კიდევ უფრო დიდი, თანაც ძალიან სწრაფი ვარდნა 2015 წლის მაისში დაფიქსირდა, თუ აპრილში ბარათების რაოდენობა 1.428 მლნ-ს აღწევდა, მაისში 55%-ით 649 ათასამდე შემცირდა, ამის ერთადერთი მიზეზს „საქართველოს ბანკის“ მიერ „პრივატბანკის“ შესყიდვა და პრივატბანკის მიერ გაცემული ბარათების გაუქმება გახდა. უკრაინული ბანკი, ძირითადად 50 ლარიანი ლიმიტით საკრედიტო ბარათებს პრაქტიკულად ყველა მსურველზე გასცემდა.


სულ 2008 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე საკრედიტო ბარათების რაოდენობა 238%-ით გაიზარდა. 1-ლი იანვრის მდგომარეობით ბაზარზე VISA-ს ბარათები ლიდერობს და მათი რაოდენობა 212 ათასს შეადგენს. Master Card-ის ბარათების რიცხვი 150 ათასი, სხვა ბარათების 199 ათასი.


2008-2020 წლებში თითქმის იმავე მოცულობით 209%-ით გაიზარდა სადებეტო ბარათების რაოდენობაც. საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით სადებეტოებში 3.960 მლნ-ით Master Card ლიდერობს, VISA-ს ბარათები კი 1.921 მლნ-ით მეორე ადგილს იკავებს. კიდევ 418 ათასი ბარათის ემიტენტი სხვა კომპანიაა.


ბარათების რაოდენობასთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა 2007 წლის შემდეგ გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდებოდა. თუ 2008 წელს 27.4 მლნ ტრანზაქციით 4.1 მლრდ ლარი იქნა გადახდილი, 2020 წელს ოპერაციების რაოდენობა 1437%-ით 421 მლნ-მდე, ბარათების საშუალებით გადახდილი თანხის ოდენობა კი 742%-ით 34.2 მლრდ ლარამდე გაიზარდა.


მხოლოდ ბოლო 2020 წელს ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 21.6%-ით ანუ 75 მლნ ერთეულით გაიზარდა, თანხობრივად ზრდამ 15.8% - 4.7 მლრდ ლარი შეადგინა. ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო 2019 წელს, როდესაც ოპერაციების რაოდენობა 36%-ით, ხოლო გადახდილი თანხის მოცულობა 24%-ით გაიზარდა. აპრილში როდესაც აფთიქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველაფერი დაიკეტა, წინა თვესთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 30%-ით, გადახდილი თანხის მოცულობა კი 52%-ით შემცირდა. გარდა ამისა 2019 წელს საქართველოსთვის არც თუ ისე მაღალი, ეკონომიკის 5%-იანი ზრდის შემდეგ, 6.1%-იანმა ვარდნამ პროცესი მაინც შეანელა.


საზღვრების ჩაკეტვის გამო, 2020 წელს ქართული ბარათებით განხორციელებული გადახდებისას საზღვარგერეთ 2019 წელთან შედარებით 11%-იანი კლებაც კი დაფიქსირდა და მხოლოდ 2.1 მლრდ ლარი გატარდა.

საგადახდო ბარათების პოპულარიზაციაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2008 წელს ერთი გადახდით საშუალოდ 148 ლარის პროდუქციის შეძენა ხდებოდა, 2020 წელს 81 ლარის. 2008 წლის 148 ლარი, ინფლაციის გათვალისწინებით 2020 წლის 232 ლარს უდრის. თუ საუკუნის პირველ ათწლეულში ბარათებს მხოლოდ მაღალშემოსავლიიანი ადამიანები, შედარებით ძვირადღირებული ნივთების საყიდლად იყენებდნენ, წლების შემდეგ ტენდენცია შეიცვალა და ბარათით გადახდა ნორმად იქცა. უნაღდო ანგარიშსწორების პოტენციალი ჯერ კიდევ ძალიან დიდია. რეგიონების მაღაზიებში POS ტერმინალი ისევ იშვიათი მოვლენაა. ბაზრობებზე, საცხობებში, სახელოსნოებში, სილამაზის სალონებში როგორც წესი მხოლოდ ნაღდი ფული ტრიალებს.


ნიდერლანდები, შვედეთი, სინგაპური და კიდევ რამდენიმე მაღალგანვითარებული ქვეყანა, ბოლო წლებში ნაღდი ფულის სრულ გაუქმებაზე დაფიქრდა. საქართველოში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებასთან ჯერჯერობით ძალიან შორსაა, თუმცა უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარობა მაინც მზარდია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up