2020 წელს  რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის 67 პროექტისთვის  202 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

2020 წელს რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის 67 პროექტისთვის 202 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

access_time2020-06-16 11:47:18

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამ დროისთვის, 34 მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, წლის განმავლობაში კი დაგეგმილია კიდევ 33 ახალი პროექტის დაწყება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.



„წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორებში, კომპანიის მიერ 67 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გულისხმობს როგორც ქსელების, ისე გამწმენდი ნაგებობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას და შესრულებას.



მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული სისტემით დაახლოებით 779 625 ადამიანი ისარგებლებს.



2020 წელს, ზუგდიდის წყლის სისტემის მშენებლობის დასრულების შედეგად, ქალაქის არსებობის ისტორიაში პირველად, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. ზუგდიდში შენდება ასევე წყალარინების თანამედროვე სისტემები და გამწმენდი ნაგებობა.




მიმდინარე წელს დასრულდება ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. ამ დროისთვის კი, პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის 70% უკვე გადაყვანილია უწვეტ წყალმომარაგებაზე.



გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს ასევე მარნეულში, ფოთში, აბაშაში, ოზურგეთში, აბასთუმანში და თელავში, სადაც წყლის ახალი სისტემების და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.



საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (ADB, KfW, EIB) დაფინანსებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებისთვის, კომპანია, 2020 წელს, 134 მილიონი ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 70 მილიონამდე ლარის ათვისებას გეგმავს, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება კი 1.021.012.916 მლრდ ლარს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up