2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ-ის კერძო ინვესტიცია მოიზიდეს

2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ-ის კერძო ინვესტიცია მოიზიდეს

access_time2021-01-04 11:40:00

2020 წელი, მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა. ამის საფუძველს, როგორც სააგენტოში ამბობენ, ის შედეგები ქმნის, რომელსაც სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა მიაღწიეს. ქართული სტარტაპები ვენჩერული და ენჯელ საინვესტიციო ფონდებისგან მნიშვნელოვან დაფინანსებებს იღებენ, რაც ქართულ ინოვაციურ ეკოსისტემას მსოფლიოსთვის მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.



2020 წლის განმავლობაში გამოვლინდა:



• 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის 40 გამაჯვებული
• 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის 8 გამარჯვებული



„წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ პირველად რეგიონში დაიწყო უპრეცენდენტოდ მაღალი დონის აქსელერაციის პროგრამა 500 startup, აღსანიშნავია ამ პროცესში „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის ჩართულობაც თანადაფინანსების მიმართულებით. აქსელერაციის პირველი ნაკადიდან 2 გამარჯვებული შეირჩა, Cargon და Cardeal 2021 წლის გაზაფხუზლე სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან, მეორე ნაკადის 15-ეული კი უცხოელ მენტორებთან თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს ჯერ ისევ გადიან.




ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ წლის განმავლობაში 6 მლნ ლარზე ცოტა მეტი გასცა, ხოლო კერძო ინვესტიციები, რომლებიც ქართულმა სტარტაპებმა მოიზიდეს, 25 მლნ-ს აღემატება. ეს რიცხვები, უდავოდ, საუკეთესო მაჩვენებელია GITA-ს ისტორიაში და მთლიანად ჩვენს ეკოსისტემაში, მით უფრო - კოვიდის პირობებში, - განმარტავს, „ბიზნესპარტნიორთან“ სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე.



სააგენტოსთვის წელი არა მხოლოდ სტარტაპების მიმართულებით იყო შედეგიანი. საქართველოს მასშტაბით 3 ახალი ტექნოპარკი - ბათუმში, კასპსა და გურჯაანში მოსახლების მეტი აქტივობის და ჩართულობის მოლოდინებს ქმნის.



ამავე წელს დაიწყო 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამაც.



2020 წლის დეკემბერში ვირტუალურად გაიმართა სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია. ღონისძიებაში 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი მონაწილეობდა. სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით გაიმართა და მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისთვის, პირისპირ გასაუბრებოდნენ მათ, გაეცნოთ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა.



წარმატებით დაძლეული გამოწვევების წელი - ასე აფასებს სააგენტოს თავმჯდომარე გასულ წელს,კიდევ უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს და გაძლიერებას კი მომდევნო წლისთვის პროგნოზირებს.



business-partner.ge



თეგები:
სტარტაპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up