2020 წელს პანდემიის პირობებში სადაზღვევო სექტორის მოგება 89%-ით გაიზარდა

2020 წელს პანდემიის პირობებში სადაზღვევო სექტორის მოგება 89%-ით გაიზარდა

access_time2021-04-21 11:00:48

„დაზღვევის სფერო არის ერთ-ერთი გამონაკლისი იმ ბიზნესებს შორის, რომელიც გასულ წელს მინუსში არ წავიდა და 2019 წელთან შედარებით დადებითი შედეგი აჩვენა“- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორის შემოსავალმა 667 მილიონი ლარი შეადგინა და წმინდა მოგება 47 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 89%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს - 25 მლნ. ლარს.


„მოგეხსენებათ, რომ დღეს ბაზარზე მოქმედ 18 სადაზღვევო კომპანიას აქვს თავისი კაპიტალი, რომელსაც ისინი მუდმივად არ იყენებენ და დეპოზიტად კომერციულ ბანკებში ანთავსებენ, ხშირად ამ თანხის განთავსება დოლარებში ხდება, შესაბამისად გაცვლითი კურსის ცვლილებამ მათი შემოსავლები წინა წელთან შედარებით ლარებში გაზარდა, რაც მოგების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. კერძო ჯანმრთელობის დაზღვევას სხვადასხვა კომპანიებისგან აქვს 17%, მარტში გამოცხადებული ლოქდაუნის გამო რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთული იყო და მოსახლეობის დიდი ნაწილი სამედიცინო სერვისებისთვის კლინიკაში არ მიდიოდა, ამიტომ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ხდებოდა სამედიცინო მომსახურეობის მიღება. იგივე ხდებოდა მანქანების ნაწილშიც რადგან თვენახევრის პერიოდში მანქანები საერთოდ არ მოძრაობდნენ, ამ ეტაპზეც მოძრაობა ცხრა საათის შემდეგ შეზღუდულია, სტატისტიკურად ავარიების შემთხვევების დიდი პროცენტი სწორედ ცხრა საათის შემდეგ მოდის, ამიტომ ამ ნაწილშიც მიმართვიანობა და შესაბამისად ზარალიანობაც ნაკლები იყო, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რამაც მოგების ზრდაზე იმოქმედა“, — განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.


ონოფრიშვილის განმარტებით, წინა წელთან შედარებით გაზრდილია როგორც აქტივების ოდენობა ასევე კაპიტალიც. მისივე თქმით, კომპანიებს შარშანდელი წლის ბოლომდე მინიმალური კაპიტალის ვალდებულება ჰქონდათ, ანუ თითოეულ კომპანიას კაპიტალი 3 მილიონიდან 7,2 მილიონამდე უნდა შეევსოთ.


„შარშან ზაფხულში პანდემიის პირობებში ბიზნესასოციაციისა და სადაზღვევო ასოციაციის მხრიდან ჩვენი და მთავრობის მიმართ იყო თხოვნა, მინიმალური კაპიტალის შემცირების თაობაზე. სხვათაშორის მთავრობამ განიხილა ეს თხოვნა და ჩვენი სამსახურის რეკომენდაციაც იყო რომ მათთვის მხარი დაგვეჭირა, რადგან პანდემიიდან გამომდინარე ბაზარის მოცულობა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა და დამატებითი რისკებიც არ იყო მოსალოდნელი. ჩვენ რეალურად მხარი დავუჭირეთ მათ და სერიოზული შეღავათი გავუწიეთ. ზოგადად, როდესაც ეს რისკები იზრდება შესაბამისად კაპიტალის მინიმუმიც იზრდება, ჩვენ ვაკვირდებოდით რისკებს და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება სადღაც ოქტომბერში მივიღეთ და გაამართლა კიდეც. კომპანიებიც კმაყოფილები დარჩნენ, მათ არ დასჭირდათ დამატებითი სახსრების დეპოზიტზე განთავსება; მომხმარებლისთვისაც რისკები არ გაზრდილა, ბაზარიც გაიზარდა და უფრო კონკურენტუნარიანი გახდა“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.


რაც შეეხება სადაზღვეო ბროკერებს ონოფრიშვილმა თქვა, რომ სადაზღვეო ბროკერი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ეს არის შუალედური რგოლი მზღვეველსა და დამზღვევს შორის.



„უცხოეთში ეს მნიშვნელოვნად რეგულირებადი ნაწილია, ჩვენთან გვქონდა მინიმალური რეგულაცია ამ მიმართულებით, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა, სრულიად არ გადავდივართ ევროკავშირის რეჟიმზე, რადგან ძალიან გაუჭირდებოდათ ბროკერებს ეს რეჟიმი, თუმცა შევძელით, რომ ის მინიმალური მოთხოვნები დაგვეფიქსირებინა. მაგალითად თუ სადაზღვევო კომპანიებს მილიონები აქვთ ჩადებული, ახალი რეგულაციით სადაზღვევო ბროკერებს მოეთხოევებათ 30 000 ლარამდე კაპიტალი, ასევე მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.


დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები დაზღვევის სფეროში მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან იმისათვის რომ სადაზღვევო სექტორი წარმატებული იყოს, მისი მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულ ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრება აუცილებელია. ამ მიმართულებით სამსახურის მუშაობა მნიშვნელოვნად გააქტიურებულია.


„ჩვენი ქვეყნის საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაერთიანება, რისთვისაც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, სადაც ჩაიწერა თუ ვინ რა უნდა გააკეთოს უახლოეს წლებში სხვადასხვა მიმართულებით. ზედამხედველთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჩვენ ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს, სადაც უამრავი მიმართულების საკითხებზე გვიწევს ურთიერთობა, გარკვეული კითხვარის შევსება და საერთაშორისო პრაქტიკის ჩვენ ქვეყანაზე მორგება და გადმოტანა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციას შიდა სტრუქტურები აქვს, სადაც საქართველო არასდროს მონაწილეობდა. ჩვენი აქტიურობის შედეგად 2019 წელს მე ამირჩიეს იმპლემენტაციის კომიტეტის წევრად, სადაც საქართველო აქტიურად ჩაერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


ევროკავშირმა ორი წლის წინ ამ სფეროში შემოგვთავაზა დახმარება გრანტის სახით, რომელიც მოიგო ესპანეთის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა და 2019 წლის ბოლოდან თვინინგის პროექტი მიმდინარეობს. ძირითადი მიზანი გახლავთ გადახდისუნარიანობა ორზე გადასვლა. ეს არის ერთი ტიპიდან მეორე ტიპის რისკებზე დაფუძნებულ გადახდისუნარიანობაზე გადასვლა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.


რაც შეეხება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გეგმებს, როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კანონი, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას. ის უკვე პარლამენტშია და იმედოვნებს, რომ წელს იქნება მიღებული, ხოლო მომავალ წელს ამოქმედდება.


„თუ მესამე პირს ზიანს მიაყენებ და მესამე პირის დაზღვევა გაქვს, მაშინ ეს ზარალი ანაზღაურდება. გარდა ამისა, აქტიურად ვითარდება აგრო დაზღვევაც, სხვათა შორის, აგროდაზღვევის პროგრამა სახელმწიფოს თანამონაწილეობით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში სპეციალური სახსრებია გამოყოფილი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ მიმართულებით შეიმუშავა აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში გვექნება სიცოცხლის დაზღვევა, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის და მშენებლობის სავალდებულო დაზღვევაც, ეს მიმართულებები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც შეიქმნას სათანადო პირობები და საკანონმდებლო ბაზა, რომ განვითარდეს საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up