„ორი ნაბიჯის“ ფილიალების რაოდენობა 350-მდე გაიზარდა

„ორი ნაბიჯის“ ფილიალების რაოდენობა 350-მდე გაიზარდა

access_time2021-10-13 11:00:40

მაღაზიათა ქსელმა „ორი ნაბიჯი“ 2020 წელს 55 ახალი მაღაზია გახსნა, გაყიდვები კი 96 მლნ ლარით 414 მლნ ლარამდე გაზარდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, გაზრდილმა ხარჯებმა მოგება 33%-ით შეამცირა, თუმცა სხვა ბევრი კომპანიისგან განსხვავებით, ქსელი მინუსში არ გასულა და 5.4 მლნ-იანი მოგების დაწერა მოახერხა.



კომპანია „ორი ნაბიჯი“ 2009 წელს დაარსდა. მის მიზანს ძირითადად მცირე ზომის საუბნო მაღაზიების ჩანაცვლება წარმოადგენდა. საწყის ეტაპზე ქსელი მხოლოდ თბილისში ვითარდებოდა. შემდეგ კი რეგიონებშიც გავიდა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის წილებს გოჩა ჩხეიძე, გოჩა ცქიტიშვილი და კახა ბექაური თანაბრად ინაწილებდნენ.



2014 წლამდე ორი ნაბიჯი სულ 16 მაღაზიას ფლობდა, 2014 წელს მათი რიცხვი 34-მდე გაიზარდა, 2015 წელს 65-მდე, 2017 წელს 100-ს გადააჭარბა, 2019 წელს 200-ს, 2020 წელს კი 55 მაღაზიის დამატების შემდეგ 262-მდე. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კი 2021 წელს მაღაზიების რაოდენობამ უკვე 350-ს მიაღწია. თანამშრომელთა რაოდენობა კი 2000-ს აღწევს.




2020 წელს ჯამში 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში ლოქდაუნი 2-ჯერ გამოცხადდა. სუპერმარკეტები, აფთიაქებთან და ბანკებთან ერთად იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდნენ, რომლებიც არ დაუკეტავთ, თუმცა კომენდანტის საათის გამო მათი სამუშაო საათები შემცირდა. გარდა ამისა, რეგულაციების შედეგად გაიზარდა ხარჯებიც. კომპანიები იძულებულები გახდნენ  დეზობარიერი, დისტანციური თერმომეტრი, ანტისეპტიკური ხსნარი, გამჭვირვალე ტიხრები, პირბადეები და ხელთათმანები, შეესყიდათ. ზოგიერთმა მაღაზიამ სიცხის გამზომად და რიგების მომწესრიგებლად დამატებითი კადრებიც აიყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ლოქდაუნის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი აიკრძალა, კომპანიებს თანამშრომლების ტაქსებით მგზავრობის დაფინანსებაც მოუწიათ.



„ორი ნაბიჯის“ შემთხვევაში გაყიდვებიდან მიღებული მოგება 51 მლნ-დან 81 მლნ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ხარჯების კიდევ უფრო მასშტაბური ზრდის გამო, წმინდა მოგება 8.1 მლნ ლარიდან 5.4 მლნ ლარამდე შემცირდა.



კონკურენტებიდან „სპარს,“ „კარფურსა“ და „გუდვილს“ 2020 წლის ანგარიშგება არ გაუსაჯაროებიათ. გამონაკლისი „ნიკორაა.“ ნიკორას შემოსავლები 2020 წელს 19%-ით 522 მლნ ლარამდე გაიზარდა, 24%-ით 129 მლნ-მდე გაიზარდა გაყიდვებიდან მიღებული მოგებაც, თუმცა ხარჯები ნიკორასაც გაეზარდა, რის გამოც 2019 წლის მსგავსად კომპანიამ 2020 წელსაც 12.6 მლნ ლარიანი ზარალი აჩვენა.  



2020 წელს ნიკორას მაღაზიათა რაოდენობა, ჯიხურების ჩათვლით (მასვე ეკუთვნის „ნუგეშის“ ქსელი) 57-ით 345-მდე გაიზარდა. 2021 წლის მდგომარეობით კი მისი სავაჭრო ობიექტების რიცხვი 369-ს შეადგენს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 5000-ს აჭარბებს.



გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up