2020 წელს მსოფლიოში მკვეთრად შემცირდება უცხოეთიდან  ფულადი გზავნილების მოცულობა

2020 წელს მსოფლიოში მკვეთრად შემცირდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა

access_time2020-04-23 12:00:39

2020 წელს მსოფლიოში ფულადი გზავნილების მოცულობა მკვეთრად იკლებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გამო. ამის შესახებ ლაპარაკია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომლის თანახმად, გზავნილები 20%-ით შემცირდება.


სავარაუდო ვარდნას, რომელიც ყველაზე მკვეთრი იქნება უახლეს ისტორიაში, დიდწილად გამოიწვევს უკუსვლა მიგრანტთა ხელფასებსა და დასაქმებაში. მსოფლიო ბანკის თანახმად, ეს ჯგუფი  მასპინძელ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით დაუცველია.


დაბალი და საშუალო შემოსავლიანობის ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა 19,7%-ით დაეცემა 445 მილიარდ დოლარამდე. ეს მრავალი მოწყვლადი ოჯახისთვის ნიშნავს საარსებოდ აუცილებელი ფინანსური წყაროს მოსპობას.


კვლევები აჩვენებს, რომ უცხოეთში მომუშავეთა მიერ შინ ფულადი გზავნილების ნაკადი დაბალი და საშუალო შემოსავლიანობის ქვეყნებში ხელს უწყობს სიღატაკის დაძლევას, აუმჯობესებს კვების დონეს, იძლევა განათლებისთვის მეტი ხარჯების გაღების საშუალებას და ამცირებს ბავშვთა შრომას.



მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ფულადი გზავნილების მოცულობა ყველაზე მკვეთრად დაეცემა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27,5%).


მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს დაბალი და საშუალო შემოსავლიანობის ქვეყნებში ფულადი გზავნილები კვლავ გაიზრდება 5,6%-ით.


ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მიმღები კვლავაც უკრაინაა (2019 წელს 16 მილიარდი დოლარი). საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


რუსეთი კვლავაც რჩება ქვეყნად, საიდანაც ყველაზე იაფია ფულის შინ გაგზავნა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ფულის გაგზავნა თანხის დაახლოებით 1,5%-ს შეადგენს.


www.radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up