2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა

2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა

access_time2020-09-11 16:00:01

2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



„Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს. საქართველო 2019 წლის ანგარიშში მე-9 ადგილს იკავებდა.



რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ს ზრდის დადებითი ტემპი ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და სხვ.



რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, გაიუმჯობესა მდგომარეობა ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა და მყარი ვალუტა.




აღნიშნული ინდიკატორი 23 კომპონენტს აერთიანებს. საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა:


მთავრობის მოხმარება - 7.1 ქულა (გაუმჯობესდა 0.2 ქულით);
ტრანსფერები და სუბსიდიები - 7.1 ქულა (გაუმჯობესდა 0.2 ქულით);
მიუკერძოებელი სასამართლო - 5.10 ქულა (გაუმჯობესდა 0.1 ქულით);
საკუთრების უფლებების დაცვა - 5.90 ქულა (გაუმჯობესდა 0.2 ქულით);
პოლიციის საიმედოობა - 7.1 ქულა (გაუმჯობესდა 0.1 ქულით);
ინფლაციის სტანდარტული გადახრა - 9.6 ქულა (გაუმჯობესდა 0.7 ქულით);
ინფლაცია - 9.5 ქულა (გაუმჯობესდა 0.7 ქულით);
საგადასახადო ვალდებულების შესრულება - 7.6 ქულა (გაუმჯობესდა 0.05 ქულით).



ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა:

ზღვრული საგადასახადო განაკვეთი;
მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე;
უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება;
შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა;
ფინანსური გახსნილობა;
კომერციული ბანკების არსებობა;
სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.



„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირლანდია (მე-9), ლიეტუვა (მე-10), კანადა (მე-12), დიდი ბრიტანეთი (მე-13), ესტონეთი (მე-14), სომხეთი (მე-17), ლატვია (მე-18), იაპონია (მე-19), გერმანია (21-ე), ჰოლანდია (24-ე), ავსტრია (26-ე), ფინეთი (29-ე), ლუქსემბურგი (31-ე), სამხრეთ კორეა (36-ე), სლოვაკეთი (38-ე), საფრანგეთი (58-ე), პოლონეთი (77-ე), მოლდოვა (78-ე), რუსეთი (90-ე), თურქეთი (99-ე), აზერბაიჯანი (112-ე), ბელორუსი (114-ე), უკრაინა (131-ე) და სხვა.



„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.



Fraser Institute-ის 2020 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება 2018 წლის პერიოდს აფასებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2020 წლის რეიტინგში განხორციელდა მეთოდოლოგიური ცვლილებები, კერძოდ შეიცვალა რეიტინგის წყაროები და მოხდა გარკვეული ინდიკატორების ამოღება. შედეგად, გადაიხედა „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს 2017 წლის შეფასებაც. 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოს ქულა 7.94-დან 8.14-მდე გაიზარდა და მე-12 პოზიცია მე-9 ადგილით დაკორექტირდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up