2020 წელს მოსახლეობამ 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

2020 წელს მოსახლეობამ 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

access_time2021-02-22 10:00:00

2020 წლის IV კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,277,908,778 ლარით გაიზარდა. თუ 2020 წლის IV კვარტალში კომერციული ბანკების მთლიანი სესხების მოცულობამ 38,234,516,740 ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 31,956,607,962 ლარი იყო.

 

ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის IV კვარტალში, „თიბისი“ ბანკის მთლიანმა სესხებმა 14,911,967,284 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 12,616,108,774  ლარი იყო. „თიბისი“ ბანკის მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა 59.41% შეადგინა.

 

2020 წლის IV კვარტალში მთლიანი სესხების ოდენობით მეორე ადგილას „საქართველოს ბანკია“. ბანკის მთლიანი სესხები შესაბამის პერიოდში 13,331,727,056 ლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2019 წლის მეოთხე კვარტალში 11,165,922,704 ლარი იყო. მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 56.66% შეადგინა.

 

ანალოგიურ პერიოდში „ლიბერთი ბანკმა“ 1,672,980,140 ლარის მთლიანი სესხი გასცა და რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. 2019 წლის მეოთხე კვარტალში კი ბანკის მთლიანი სესხების მოცულობამ 1,240,836,088 ლარი, მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 23.23% შეადგინა.

 

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მთლიანი სესხების მოცულობას, ასე გამოიყურება:

 

„პროკრედიტ ბანკი“ - 1,379,372,357 ლარი (2019 წლის IV კვარტალში - 1,089,977,273 ლარი);


„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 1,410,036,128 ლარი (2019 წლის IV კვარტალში - 1,167,709,839 ლარი);



„ბაზისბანკი“ - 1,092,082,691 ლარი (2019 წლის IV კვარტალში 996,882,696 ლარი);


„ბანკი ქართუ“ - 1,089,895,579 ლარი (2019 წლის IV კვარტალში - 917,791,047 ლარი);


„კრედობანკი“ - 1,065,269,473 ლარი (2019 წლის IV კვარტალში - 845,237,044 ლარი);


„ტერაბანკი“ - 927,340,972 ლარი (2019 წლის IV კვარტალში - 772,141,302 ლარი);


„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 527,023,241 ლარი (2019 წლის IV კვარტალში 425,998,929 ლარი);


„პაშა ბანკი საქართველო“ - 332,390,579 ლარი (2019 წლის IV კვარტალში 302,529,868 ლარი);


„იშბანკი საქართველო“ -  229,735,048 ლარი (2019 წლის IV კვარტალში 145,382,138 ლარი);


„ფინკა ბანკი საქართველო“ - 195,929,025 ლარი (2019 წლის IV კვარტალში 206,353,371 ლარი);


„ზირაათ ბანკი საქართველო“ - 56,722,907 ლარი (2019 წლის IV კვარტალში 48,849,594 ლარი);


„სილქ როუდ ბანკი“ - 12,044,260 ლარი (2019 წლის IV კვარტალში 14,887,295 ლარი).


თეგები:
სესხი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up