2020 წელს მოსალოდნელი კრიზისის 10 ნიშანი

2020 წელს მოსალოდნელი კრიზისის 10 ნიშანი

access_time2018-09-17 19:00:57


ამერიკელმა ეკონომისტმა ნურიელ რუბინიმ და მისმა იტალიელმა კოლეგამ ბრუნელო როსამ გამოაქვეყნეს სტატია გამოცემა Project Syndicate-ში, რომელშიც 2020 წლისთვის  ახალ  გლობალურ კრიზისს პროგნოზირებენ.


მათი აზრით, ამაზე მეტყველებს 10 ფაქტორი.


1.ფისკალური სტიმულირების ძალზე არამდგრადი პოლიტიკა, რომელიც ამ ეტაპზე ხელს უწყობს აშშ-ს ეკონომიკის ზრდა 2%-ზე ზემოთ. 2020 წლისთვის სტიმულირება დასრულდება და მასთან ერთად - ზრდაც.


2. ხდება ამერიკის ეკონომიკის გადახურება, ინფლაცია იზრდება მიზნობრივზე მაღლა, შესაბამისად, ფედერალური რეზერვი გააგრძელებს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას 2-დან 3,5%-მდე, რაც შეუწყობს ხელს დოლარის კურსის შემდგომ გამყარებას.


ინფლაცია იზრდება ასევე სხვა საკვანძო ქვეყნებში, რასაც ასევე ხელს უწყობს ნავთობის გაძვირება. ეს კი ნიშნავს  იმას, რომ სხვა მსხვილი ცენტრალური ბანკები მიბაძავენ ფედერალურ რეზერვს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, რაც გაზრდის ზეწოლას საპროცენტო განაკვეთებზე.


3. გამწვავდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო დავები ჩინეთთან, მექსიკასთან და ევროკავშირთან, რაც აუცილებლად გაზრდის ინფლაციას და შეამცირებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას.


4. აშშ შეამცირებს საგარეო ინვესტიციებს და შეზღუდავს უცხოეთში ტექნოლოგიების გატანას, რაც გამოიწვევს საწარმოო რგოლის დარღვევას. თავის მხრივ, ეს შეამცირებს მიგრაციას აშშ-ში , რომელიც ქვეყანას ესაჭიროება ეკონომიკის ზრდის შენარჩუნებისთვის.


თავის მხრივ, ამას მოჰყვება „მწვანე ეკონომიკაში“ ინვესტიციების შემცირება.



5. გლობალური ეკონომიკური ზრდა შემცირდება. ქვეყნები გაუწევენ წინააღმდეგობას ამერიკის პროტექციონიზმს, ჩინეთი იძულებული იქნება შეამციროს ზრდა  ჭარბი საწარმოო სიმძლავრეების გამო, განვითარებადი ბაზრები კი თავის თავზე იგრძნობენ პროტეციონიზმის შედეგებს და აშშ-ში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გაუარესებას.


6. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე შენელებული ეკონომიკური ზრდა დააზარალებს ევროპასაც. მეტიც, პოპულიზმი ისეთ ქვეყნებში, როგორც იტალია, შეუწყობს ხელს ვალების ზრდას, ამიტომაც გართულდება ურთიერთობები მევალე-მთავრობებს და ბანკებს შორის.


კიდევ ერთმა გლობალურმა ვარდნამ, შესაძლებელია უბიძგოს იტალიას ევროკავშირიდან გასვლისკენ.


7. ფასების და მოგების კოეფიციენტი აშშ-ში იქნება საშუალოზე 50%-ით მეტი, სახელმწიფო ობლიგაციები გახდება ძალიან ძვირი დაბალი მომგებიანობის გათვალისწინებით.


მაღალშემოსავლიანი სესხები გაძვირდება და აშშ-ს კორპორაციული დაკრედიტება მიაღწევს ისტორიულ მაქსიმუმს.


პარალელურად გადაჭარბებულად გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება როგორც ამერიკაში, ასევე მთელს მსოფლიოში.


8. ლიკვიდურობის რისკის გამო ბროკერები შეამცირებენ საქმიანობას, ხოლო განვითარებადი ქვეყნები დაკარგავენ წვდომას ფედერალური რეზერვის კრედიტებთან.


9. ტრამპი უკვე აკრიტიკებდა ფედერალურ რეზერვს, როდესაც ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 4%-ს, წარმოიდგინეთ რას იზამს მაშინ, როდესაც ზრდა შემცირდება 1%-მდე. იმის გათვალისწინებით, რომ მან უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი ჩინეთს, სავარაუდოდ, ის გადაიტანს ყურადღებას ირანზე.


აშშ-ს კონფლიქტი ამ ქვეყანასთან გამოიწვევს გეოპოლიტიკურ შოკს, რომელსაც შესაძლებელია მოჰყვეს ნავთობის ფასების კატასტროფული ზრდა, ეს კი შეუწყობს ხელს კიდევ უფრო სერიოზულ რეცესიას.


10. როდესაც მოხვდება ეს იდეალური შტორმი, ყველას ექნება მათთან გამკლავებისთვის საჭირო სახსრების მწვავე დეფიციტი. ფისკალური სტიმულირების სივრცე შეზღუდულია დიდი სახელმწიფო ვალებით, არატრადიციული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წარმოება გართულებული იქნება გაბერილი ბალანსებით.


აშშ-ს კონგრესი შეზღუდავს უცხოური ფინანსური ორგანიზაციებისთვის კრედიტების გაცემას, ევროკავშირში სულ უფრო ზრდადი პოპულიზმი გაართულებს აუცილებელი რეფორმების ჩატარებას.


2008 წელს მთავრობებს გააჩნდათ ვარდნის შეჩერებისთვის საჭირო პოლიტიკური ინსტრუმენტები, რომლებიც არ ექნებათ პოლიტიკოსებს 2020 წელს. ამავე დროს დავალიანების დონე იქნება 2008 წელზე მაღალი.


შესაბამისად, მომავალი კრიზისი იქნება უფრო სერიოზული და ხანგრძლივი, ვიდრე 2008 წელს.


project-syndicate.org





„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up