ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, გერმანიის ეკონომიკა წელს თითქმის 7%-ით შემცირდება. მიუნხენში მდებარე „იფოს ინსტიტუტის“ პროგნოზით, ეკონომიკის კლება 6.6%-ს შეადგენს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროპის უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა 2021 წლისთვის ამ მონაცემს 10.2%-ით გაზრდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge