2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება

access_time2019-09-17 21:30:09

 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეზე გააცნეს.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო ხდება სამი საგნის ჩაბარება, თუმცა, სამედიცინო მიმართულებებზე აბიტურიენტებმა კვლავ ოთხი საგანი უნდა ჩააბარონ.


„2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება. სავალდებულო არის სამი გამოცდა, ესენია : ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ან ისტორია, ან მათემატიკა, იმის მიხედვით, თუ რომელ პროგრამაზე აბარებს სტუდენტი. მესამე საგანი რიგ შემთხვევებში უკვე განსაზღვრულია, ხოლო რიგ შემთხვევებში უნივერსიტეტებმა თავად აირჩიეს რა უნდა იყოს ჩასაბარებელი კონკრეტულ პროგრამებზე. პროგრამების უმეტესობაზე სამი საგნით მიმდინარეობს ჩარიცხვა, თუმცა უნივერსიტეტები უფლებამოსილნი იყვნენ, სურვილის შემთხვევაში, დაემატებინათ მეოთხე საგანი და მათი ნაწილი ასეც მოიქცა. ზოგიერთ პროგრამაზე მათ დაამატეს მეოთხე საგანი, მათ შორის, უნარები. ასევე, სამედიცინო მიმართულებების შემთხვევაში ოთხი გამოცდაა კვლავ სავალდებულო და ეს ოთხი გამოცდა არის: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მეოთხე არის არჩევითი სამი საგნიდან : მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა.


რაც შეეხება გრანტის მოპოვებას, იმ პროგრამებზე, სადაც სამი საგნით მიმდინარეობს ჩარიცხვა, სამი საგნის ქულები მონაწილეობს საგრანტო ქულის დათვლაში, ხოლო თუ ოთხი საგნით მინდინარეობს ჩარიცხვა, მაშინ აბიტურიენტი მონაწილეობას იღებს ორ კონკურსში. პირველ კონკურსში არის პირველი, მეორე და მესამე საგანი მნიშვნელოვანი, ხოლო მეორე კონკურსში მეორე და მეოთხე საგანი, ანუ რომელიც უნივერსიტეტმა შემდეგ დაამატა. ეს იქნება ორი კონკურსი, ექნება ორი შედეგი და სადაც უკეთესი შედეგი ექნება, ამის მიხედვით იქნება დაფინანსება", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.


რეზონანსი





იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...


მსგავსი სიახლეები

up