ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2020 წელს დეპუტატების მიერ მთავრობისა და სხვა ანგარიშვალდებული ორგანოებისთვის გაგზავნილი კითხვები მიმოიხილა. 34 დეპუტატის მიერ გაგზავნილი 843 კითხვიდან 25 დღიან ვადაში პასუხი 552-ს გაეცა, რაც საერთო რაოდენობის 2/3-ზე ნაკლებია. შეკითხვათა 21%-ზე მეტს კი პასუხი საერთოდ არ გასცემია.
კითხვების დიდი ნაწილი კოვიდის მართვასა და ხარჯების მიზნობრიობას ეხებოდა. იქნებოდა ეს საკარანტინე სივრცეების ქირაობა, ქუჩების მორეცხვა თუ ფრენების სუბსიდირება. უშუალოდ კოვიდზე მხოლოდ 29 კითხვა იყო დასმული.
ქუჩების მორეცხვაზე შვიდმა ქალაქმა 76 400 ლარი დახარჯა, ყველაზე მეტი - 27 000 ზუგდიდმა, ყველაზე ცოტა - 1800 დედოფლისწყარომ. ახალციხესა და ზესტაფონში კერძო კომპანიებმა სამუშაოები უსასყიდლოდ შეასრულეს. თბილისის, ბათუმისა და ფოთის მერიებს კითხვებზე პასუხი არ გაუციათ.
StopCov ფონდში შესული თანხების, მათი შემომწირველების და ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის წერილი თავდაპირველად 2020 წლის მაისში გაიგზავნა. ფინანსთა სამინისტროს პასუხის მიხედვით, ამ პერიოდისათვის ფონდში 133.5 მლნ ლარი იყო შესული, რომლის ხარჯვა არ იყო დაწყებული. რაც შეეხება, შემომწირველთა ვინაობას, კითხვის ავტორს განემარტა რომ შემომწირველების შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს Stop Cov ფონდში თანხების ჩარიცხვის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის პასუხად, კითხვის ავტორს ეცნობა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით, StopCov ფონდი“-ს ასიგნებებიდან 122.8 მლნ ლარი დაიხარჯა.
ყველაზე ბევრი 218 კითხვა ფრაქცია „ევროპული საქართვლო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დასვა, საიდანაც 19% უპასუხოდ იქნა დატოვებული. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ 210 კითხვაზე მოითხოვა პასუხი და მათან მხოლოდ 166-ზე 79%-ზე მიიღო.