2020 წელს ჩინეთმა $54 მლრდ–ის პირბადეები გაყიდა

2020 წელს ჩინეთმა $54 მლრდ–ის პირბადეები გაყიდა

access_time2021-08-05 19:00:06

2020 წელს ჩინეთმა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გაყიდვები 4-ჯრ გაზარდა. კერძოდ, 2019 წელს ქვეყანამ საერთაშორისო ბაზარზე $22,9 მლრდ–ის, ხოლო 2020 წელს $90 მლრდ–ის პროდუქცია გაიტანა.


მათ შორის იყო $53,8 მლრდ–ის პირბადეები (48, 8 მლრდ.-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს), $16,8 მლრდ–ის სახის დამცავი ფარები (+$3,5 მლრდ), $10,8 მლრდ–ის დამცავი ტანსაცმელი, $3,9 მლრდ–ის ხელთათმანები (+$2,9 მლრდ).


წარმოების ასეთი ზრდის მიუხედავად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე ფასები არათუ არ დაეცა, არამედ გაიზარდა - კერძოდ, 1 პირბადის ან რესპირატორის საექსპორტო ღირებულება 2019 წელთან შედარებით 720%-ით, ხოლო დამცავი ტანსაცმლის - 536%-ით გაიზრდა.


პანდემიის დროს ჩინეთის მიერ წარმოების მკვეთრი ზრდაც ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.


პანდემიის პირველ თვეებში, როდესაც ვირუსისგან ერთადერთი დაზარალებული ჩინეთი იყო, ოფიციალურმა პეკინმა დამცავი საშუალებების ექსპორტი მკვეთრად შეზღუდა, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ვითარება ჩინეთში გამოსწორდა, მთელს დანარჩენ მსოფლიოში კი გაუარესდა, მთავრობამ ამ ტიპის საწარმოების სტიმულირება დაიწყო - ამიტომაც, 2020 წელს დამცავი საშუალებების წარმოებამ ჩინეთში ყველა დროის რეკორდი მოხსნა.



ჩინეთის მთავრობამ ასევე გაამკაცრა კონტროლი პროდუქციის ხარისხზე და გაყალბების წინაამღდეგ ბრძოლა გამოაცხადა.

მხოლოდ ევროკავშირში დამცავი საშუალებების ექსპორტი 3,9-დან $23,4 მლრდ–მდე გაიზრდა, რუსეთში - $500 მლნ-დან$ 2 მლრდ-მდე, შტატებში - 7,1-დან $24,6 მლრდ-მდე.


2020 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკაში ჩინური იმპორტი შეზღუდა, რამაც ამერიკელების დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფაში ხელი შეუშალა. ჩინურ პროდუქციაზე ფასების ზრდის გამო, ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ ჩინეთთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.


მოგვიანებით, როდესაც პანდემიის მწვერვალზე შტატებში დამცავი საშუალებების დეფიციტი გაჩნდა, მათ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის აღდგენა დააპირეს, თუმცა, გაწყვეტილი კავშირების აღდგენას საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდა.


ამის გამო 2020 წლის გაზაფხულზე ამერიკული პრესა აქტიურად წერდა პირდაბეების და სხვა სანიტარული საქონლის მწვავე უკმარისობის შესახებ. აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტოს პრეს-მდივანმა ლიზი ლიტცოუმ განაცხადა, რომ არსებული რეზერვები მოთხოვნებზე ბევრად მცირეა და მთავრობა მიმწოდებლებს აქტიურად ეძებს.


საბოლოო ჯამში, პეკინთან სავაჭრო ომის და ზოგადი ურთიერთობების გაფუჭების ფონზე, ამერიკა იძულებული გახდა აღედგინა დამცავი საშუალებების იმპორტი ჩინეთიდან.


rbc.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up