2020 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 80%–ით შემცირდა

2020 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 80%–ით შემცირდა

access_time2021-06-15 17:40:00

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების თეატრი, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 - თოჯინების თეატრი. თეატრების ნახევარზე მეტი (51.9 პროცენტი) თბილისშია, 15.4 პროცენტი - იმერეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 32.7 პროცენტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


2020 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 80.0პროცენტით შემცირდა და 975 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ორ მესამედზე მეტი (67.5 პროცენტი) ქ. თბილისში ჩატარდა.


2020 წელს მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 79.6 პროცენტით შემცირდა და 125.6 ათასი შეადგინა. საშუალოდ ერთ სპექტაკლზე დასწრების მაჩვენებელი 129 კაცით განისაზღვრა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. თბილისში იყო (71.0 პროცენტი), მეორე ადგილზე კი იმერეთია (13.8 პროცენტი).


2020 წელს საქართველოში 249 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 100 ერთეული - მემორიალურ მუზეუმს წარმოადგენს, 70 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 24 ერთეული - ხელოვნების, 12 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს, ხოლო 41 - სხვა სახის მუზეუმს.



2020 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ქ. თბილისში ფუნქციონირებდა (23.7 პროცენტი). ამმაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (14.9 პროცენტი) და კახეთის (14.1 პროცენტი) რეგიონებია.


2020 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 86.2 პროცენტით შემცირდა და 309.9 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 1 245 დამთვალიერებელი მოდის.


2020 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 85.3 პროცენტით შემცირდა და 9 849 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 59.4 პროცენტით შემცირდა და 436 ერთეულს გაუტოლდა.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up