გიორგი ჩაკვეტაძე -2020 წელი თბილისისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეებისა და ახალი პროექტების წელი იქნება

გიორგი ჩაკვეტაძე -2020 წელი თბილისისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეებისა და ახალი პროექტების წელი იქნება

access_time2019-11-08 21:30:00

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, 2020 წელი თბილისისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეებისა და ახალი პროექტების წელი იქნება.


საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.


„ერთი წლის წინ, 2019 წლის ბიუჯეტი ერთად დავგეგმეთ, დღეს უკვე ვემზადებით 2020 წლისთვის. დედაქალაქის მერი, სამსახურები, გამგეობები და საკრებულოს წევრები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. მეტიც, ჩვენ ამ ყველაფერს გამჭვირვალედ ვაკეთებთ. თუმცა, წინ კიდევ არაერთი გამოწვევაა. ამ პერიოდში უფრო მეტი ახალი ავტობუსი შემოვა ჩვენს ქალაქში. კიდევ უფრო მეტი გზა დაიგება, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმართავთ ხელს. ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკა წესრიგდება, უკვე შემოვიდა 200-მდე ახალი ავტობუსი, მეტროს დაემატა 3 ვაგონის შემადგენლობა. კაპიტალური შეკეთება-მოდერნიზაცია ჩაუტარდა 20-მდე ვაგონს, მიმდინარეობს ტაქსების რეფორმა“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.



საკრებულოს წევრმა თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქალაქში 150 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.


„ ბარათაშვილზე, კანდელაკზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აეროპორტის გზაზე, მოეწყო ახალი ესტაკადები, მოწესრიგდა საუბნო გზები და სხვა საქალაქო ობიექტები. ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, 200 მლნ ლარამდე სოციალური ხარჯი ჩვენი მოქალაქეების უპირველეს საჭიროებებს მოხმარდა. დავიწყეთ ჯანდაცვის უპრეცედენტო პროგრამები. მინდა გითხრათ, რომ ქალაქი შეუქცევადი განვითარების ეტაპზე გადავიდა. გენერალური გეგმის კონცეფციით თბილისი უფრო მწვანე, შეკავშირებული და მედეგი ქალაქი უნდა გახდეს. ქაოტური განაშენიანებიდან დედაქალაქი კონცეპტუალურად უნდა განვითარდეს. ის, რომ ქალაქის ერთ ნაწილში გზა იგება, ეს მთლიანად თბილისისთვისაა ხელსაყრელი. ეკონომიკურად წელგამართული ქალაქი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ნიშნავს“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.


bpn.ge





„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს
access_time2020-04-02 15:15:32
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად. „დღეს, საქართველოში...

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“
access_time2020-04-02 14:15:17
ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ. „ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს
access_time2020-04-02 13:15:02
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-04-02 11:40:24
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7...


მსგავსი სიახლეები

up