კახი კალაძე-2020 წელი გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი თბილისისთვის, რადგან ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

კახი კალაძე-2020 წელი გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი თბილისისთვის, რადგან ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

access_time2019-12-17 20:00:36

საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ მოსახლეობას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. თბილისის მერიის ცნობით, პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა საბურთალოს გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

„შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელი გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი თბილისისთვის, რადგან ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. 1,3 მილიარდია გამოყოფილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ქალაქს მოხმარდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისის ყველა რაიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მომავალ წელს საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტობუსე ზოლებით, ველობილიკებითა და სხვა გამართული ინფრასტრუქტურით აღნიშნული გამზირი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტერიტორია იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები პრიორიტეტული იქნება.

 

„მიუხედავად, იმისა, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამ ოჯახებს ისე ვერ დავტოვებთ და მათ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება. რა თქმა უნდა, საბურთალოს რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ზურგს გამგეობა და გამგებელი უმაგრებს. იმ პროექტებს, რასაც გამგეობა ვერ განახორციელებს, იცოდნენ, რომ ჰყავთ მუნიციპალიტეტი, მერიის თანამშრომლები და ხელს შევუწყობთ, რათა მომდევნო წლების განმავლობაში, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა შევამციროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამას ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სჭირდება. მინდა, წარმატებები გისურვოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის აკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მერიის ინფორმაციით, საბურთალოს გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რაიონში საგზაო სამუშაოები 206 005 კვ.მ ფართობზე განხორციელდა - მოწესრიგდა 27 ქუჩა და 77 ეზო; 54 სკვერთან ერთად, მოეწყო და რეაბილიტირდა 11 საბავშვო მოედანი; განხორციელდა 98 ავტოფარეხის დემონტაჟი, სადაც დასასვენებელი სივრცეები მოეწყო.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ოთხი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო 31 მისამართზე არსებული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა; 25 მისამართზე მოეწყო ფიტნეს ზონა, რომელთა შორისაა ინოვაციური, თანამედროვე, მულტიფუნქციური სპორტული სივრცე ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან და დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N1-ის მიმდებარედ.

 

ორი წლის განმავლობაში, გამგეობის მიერ ძველ ვეძისში, 15 კილომეტრზე წყალმომარაგების ქსელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, სატუმბი სადგური და რეზერვუარი აშენდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი; საგზაო სამუშაოები განხორციელდა დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, სადაც მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის 300 პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის, წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის მოწესრიგება, ლიფტების შეკეთება, სახურავების რეაბილიტაცია, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები და სხვა. ასევე, ჩატარდა კულტურული და სპორტული 28 ღონისძიება; 24 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა.

 

„ორი წლის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. მომავალ წელს მუშაობის იმავე ტემპით განვაგრძობთ, რათა გამოწვევები დავძლიოთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 39 808 304 ლარი დაიხარჯა.

 

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები მამუკა მდინარაძე და დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.


bpn.ge




1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up