2020 წლის  ივნისში ნავთობი გაძვირდა

2020 წლის ივნისში ნავთობი გაძვირდა

access_time2020-07-10 20:00:09

2020  წლის ივნისში ნავთობმა გაძვირება განაგრძო. აპრილში შავი ოქრო 23 დოლარამდე გაიაფდა, ხოლო მაის-ივნისში ზრდა დაიწყო და თითქმის 40 დოლარს მიუახლოვდა.მიუხედავად ამისა, საუბარი მდგრად სტაბილიზაციაზე ჯერ ნაადრევია.ეს კი  რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.


პირველ რიგში,ეს ნავთობზე მოთხოვნის მოსალოდნელზე ნაკლები ზრდაა. ჯერ კიდევ აპრილში აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, 2020 წლის მეორე კვარტალში ნავთობის გლობალური მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით, ხოლო მე-3 და მე-4-ში - 3%-ით  შემცირდებოდა. თუმცა, უკვე ივნისში შეფასებები გაცილებით უფრო პესიმისტური იყო.


2019 წლის დონემდე მოხმარება მხოლოდ 2021 წლის მე-3 კვარტალში, ეკონომიკის აღდგენასთან პარალელურად გაიზრდება.ამავე დროს მსოფლიო მშპ-ს ზრდა მხოლოდ 2021 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.


2020 წლის ბოლომდე ეკონომიკურ აქტივობას კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინიც შეაფერხებს - ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია ხელმეორე კარანტინი, როგორც, მაგალითად, ყაზახეთში სადაც ივლისში დღიური დაინფიცირება 500-დან 1500-მდე გაიზარდა.



განვითარებულ ქვეყნებში ხელმეორე კარანტინზე მხოლოდ ცალკეული რეგიონები გადადიან.როგორც გიუტერსოს რეგიონი გერმანიაში და  ტეხასი და ფლორიდა აშშ-ში.თუმცა, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იმდენად არ გამწვავდება, რომ ზოგიერთ ქვეყანას სრული კარანტინის შემოღება ისევ დასჭირდეს.ეს კი ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მაისში და ივნისში ისინი გაცილებით მეტ ოპტიმიზმს ავლენდნენ.ასევე ნავთობმოპოვების შემცირების თაობაზე ოპეკის შეთანხმების რეალიზება საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.


მაისში გარიგების ყველა წევრმა თავისი ვალდებულებები შეასრულა, თუმცა, მომავალ თვეში შესაძლოა სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალოს.


პირობის პოტენციურ დამრღვევებს შორის რუსეთია, რომელსაც ვალდებულებების შემდგომი შესრულება დიდ ზიანს მიაყენებს. ასევე ერაყი, რომელმაც მაისშიც კი მოპოვება შეთანხმებულზე 60%-ით ნაკლებად შეამცირა.იქ ნავთობინდუსტრიაში 20-ზე მეტი უცხოური კომპანია მუშაობს. მათ შორის, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ძალიან რთული ამოცანაა.ასევე ოპეკის შეთანხმების ერთ-ერთმა სუბიექტმა  მექსიკამ,გარიგებაში თავისი მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.


ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პირობებში, მათ შესაძლოა ოპეკი-ს შეთანხმების სხვა მონაწილეებმაც მიბაძონ, რადგანაც ვალდებულებების შესრულების გამო ისინი ბაზრის დიდი ნაწილს კარგავენ.


წყარო: rbc

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up