5 თვე ინერციით  გავიარეთ, ახლა სატრანსპორტო  ინდუსტრია სერიოზულ ვარდნას განიცდის - ირაკლი იაშვილი

5 თვე ინერციით გავიარეთ, ახლა სატრანსპორტო ინდუსტრია სერიოზულ ვარდნას განიცდის - ირაკლი იაშვილი

access_time2020-09-24 12:30:09

„2020 არანორმალური წელიწადია,  ჩვენ ამას ვერ განვიხილავთ, როგორც ნორმალური  ეკონომიკური  წელიწადი. ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ ეკონომიკის ერთ  სექტორზე საკმაოდ დიდი კონცენტრაცია გვაქვს და ეს არის  ტურისტული სექტორი,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“„ისთ გეით ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი ესაუბრა. ბიზნესმენი ლარის კურსზე, პანდმიის შედეგებსა და დღევანდელი ეკონომიკის დივერსიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს, რათა კონკეტულ სექტორებზე მერყევი ვალუტა ისე არ აისახოს, როგორც ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოხდა.


ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარია.


„ლარზე უამრავი აზრია და ყველა იმ კუთხიდან საუბრობს, როგორც აწყობს.   ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ კუთხიდან, როგორც არის და არა როგორც აწყობს იმპორტიორს ან ექსპორტიორს,   ვის ლარში აქვს  შემოსავალი, ვის დოლარში, ვიღაცას აწყობს,  ვიღაცას არ აწყობს და ა.შ.


ფუნდამენტალური პრობლემა  საქართველოსი არის ის, ლარი არ არის სარეზერვო ვალუტა.   ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ბევრი სარეზერვო ვალუტა იმისთვის, რომ ჩვენი კურსი იყოს  შედარებით სტაბილური.



ჩვენი სიტუაცია არის შემდეგი, ჩვენი მიმდინარე ანგარიშები, რაც არის ძირითადად  განმსაზღვრელი  ამ  სარეზერვო  ვალუტის  ჩვენს  ქვეყანაში, არის  ჩვენი საგარეო ეკონომიკური  ურთიერთობა.  გარეთ რას ჰყიდი და რას ყიდულობ,  პლიუს კიდევ არის ე.წ. საგადასახადო ბალანსი, ასევე  ჩვენი ემიგრანტების მიერ  გადმორიცხული თანხები , ეს ყველაფერი ბალანსდება და მერე აქედან გამომდინარეა  მოთხოვნა.  


მიმდინარე ანგარიშებში სიტუაცია ხომ გაგვიუარესდა,  გასაგებია, რომ იმპორტიც ნაკლები მოგვეცა, ნაკლები ვიყიდეთ ნაკლები გავყიდეთ. მიწოდება ლარსა და დოლარს  შორის  სხვადასხვა  ნიშნულებზე დგება, ან ევროს და ლარს შორის.


მაგალითად, როგორც  ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს აქვს პრობლემა, რომ დიდი კონცენტრაცია აქვს ნავთობში  და როცა  ნავთობის ფასი ვარდება, ქვეყანას ექმნება სერიოზული პრობლემები.  ჩვენ ნავთობი არ გვაქვს , მაგრამ  გვაქვს  ტურიზმი, შარშან  ავიდა  ძალიან დიდ ნიშნულზე და საკმაოდ  დიდი  მოცულობის ვალუტა შემოვიდა, - ამბობს ბიზნესმენი.


ირაკლი იაშვილი რამდენიმე თვით ადრე,  ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ პანდემიის დიაგნოზს ბიზნესი ორ თვეში დაინახავდა, როგორც განმარტავს, ტრანსპორტის მიმართულებით სეროზული ვარდნა სექტორმა სწორედ აგვისტოში დაინახა.


„ველოდი ასეთ სიმძიმეს - ჩემს კომპანიებში უკვე აგვისტოდან დაიწყო პანდემიის ნეგატიური შედეგების ასახვა. ანუ გაზაფხული და  ზაფხულის  ნაწილი ინერციით  გავიარეთ, სატრანსპორტო  ინდუსტრია,  რომელიც ჩემს  ჯგუფში შემოდის  სერიოზულ ვარდნას განიცდის და  ე ს კომპანიაზე  აისახა.  ეს  მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ მთელს მსოფლიოში მოთხოვნა არის  შემცირებული, შესაბამისად შემცირდა მიწოდება.,“ - განმარტავს იაშვილი.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up